მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მამუკა ჩხეიძე, ი.მ.

მამუკა ჩხეიძე, ი.მ.

ბაღდათის რაიონი, სოფელი II ობჩა, ქუჩა 14, სახლი 7
+ 995 599 791 303
mnchkheidze@gmail.com

“სიმონ ჩხეიძის მარანი” მდებარეობს ბაღდათის რაიონის სოფელ II ობჩაში. კომპანია დაარსდა და იმართება ძმების – ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მიერ. ვენახები გაშენებულია ზღვის დონიდან 220-240 მეტრზე აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაფერდებულ ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგზე, რომელიც პერიოდულად მდიდრდება ბიოჰუმუსით. ვაზი იწამლება მხოლოდ ბილოგიური პრეპარატებით.

სახელი “სიმონ ჩხეიძის მარანი” უკავშირდება ნუგზარ და მამუკა ჩხეიძეების მამას, წარსულში დამსახურებულ მეღვინეს, ბატონ სიმონს. კომპანიის მიზანია ჩხეიძეების ოჯახში არსებული მეღვინეობის მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელება და პოპულარიზაციაა. ტრადიციების პატივისცემა ბრენდის მთავარი ფასეულობაა. ვენახი გაშენებულია ძირძველი ქართული “ოლიხნარის” მეთოდით, რომელიც გულისხმობს ვაზის თითოეული ძირის თითოეულ ჭიგოზე აყვანა-მიმაგრებას მეტალის სამაგრის გამოყენების გარეშე. ღვინო მზადდება და ძველდება ქვევრში (ტრადიციული ქართული მეთოდით).

კომპანია “სიმონ ჩხეიძის მარანი” აწარმოებს წითელ და თეთრ ღვინოებს ისეთი ყურძნის ჯიშებისაგან როგორებიცაა ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ჩხავერი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარი რესურსი მიმართულია საქართველოში ნაკლებად გავრცელებული ოცხანური საფერეს წარმოებაზე. აღნიშნული ჯიშის ვაზი იმერეთის რეგიონში გადაშენების პირზე იყო. ბოლო პერიოდში კი საბედნიეროდ შეინიშნება ოცხანური საფერეს განაშენიანების ზრდა. ამჟამად “სიმონ ჩხეიძის მარანი”-ს მიერ სოფელ ობჩაში გაშენებულია ოცხანური საფერეს 8,000-მდე ძირი.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...