მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მაისტერ ბრაუ, შპს

მაისტერ ბრაუ, შპს

კომპანიის დასახელება: შპს მაისტერ ბრაუ
მისამართი: თბილისი, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორია.
ვებსაიტი: http://mbtbilisi.com/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/meisterbrau.tbilisi
ტელეფონი: 577 28 40 01
ელ.ფოსტა: info@mbtbilisi.com

შპს “მაისტერ ბრაუ” – ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია დაარსდა 2013 წელს და ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს. საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესს უზრუნველყოფს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც გერმანიაში მიღებული განათლებით და გამოცდილებით (ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგი) მნიშვნელოვან ნოვაციებს ნერგავს საწარმოს განვითარების პროცესში. საწარმო თანამედროვე გერმანული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

“მაისტერ ბრაუ”-მ თავის დროზე ფუნქციონირება საუკეთესო გერმანული ხარისხის გაუფილტრავი ჩამოსასხმელი ლუდის წარმოებით დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან ლუდის პარალელურად  სპირტიანი სასმელი – “ლუდის ბრენდი” გამოუშვა, რომელიც  წარმოადგენს სიახლეს ქართულ ბაზარზე.

საქმიანობის პირველივე წელს კომპანიამ მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე გამოფენა-გაყიდვაში, სადაც საკუთარი პროდუქციის დაგემოვნების საშუალება მიზნობრივ აუდიტორიას საქართველოში და გერმანიაში მისცა. 2016 წლის გაზაფხულზე გერმანიაში, ქალაქ ნოიშტატში გაიმართა სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოდან კონკურსზე წარდგენილი იყო შპს “მაისტერ ბრაუ“-ს “ლუდის ბრენდი”, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაში, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა და 800-ზე მეტი დასახელების ბრენდი იყო წარმოდგენილი, ქართული წარმოების პროდუქტის გამარჯვება ნამდვილი წარმატებაა!

certificate

ამ მნიშვნელოვან მოვლენას მაშინვე მოჰყვა დაინტერესება და ლუდის ბრენდზე გაჩნდა გარკვეული დაინტერესება გერმანიის სხვადასხვა ფირმებიდან და შედეგად 2016 წლის 27 მაისს საცდელი პარტია (864 ბოთლი)  ექსპორტზე გერმანიაში გაიგზავნა.

კომპანიას გეგმაში აქვს პროდუქციის ასორტიმენტის ზრდა, სხვადასხვა ქართული ხილის ნატურალური ალკოჰოლური სასმელების გამოშვება. ძირითადი აქცენტი აღებულია უნიკალურ და იშვიათი სასმელების წარმოებაზე. კომპანია აქტიურ მონაწილეობას გეგმავს საერთაშორისო კონკურსებში და გამოფენებში ცნობადობის და პოპულარობის გაზრდისათვის.

შპს “მაისტერ ბრაუ” ნებისმიერ მსურველს სთავაზობს არყის და საკონიაკე სპირტის გამოხდას ღვინისგან, ლუდისგან, ჭაჭისგან, სხვადასხვა მარცვლეულისგან, ქარხნული წესით გერმანული სახდელი დანადგარებით [იხ. სურათები], რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის არყის, საკონიაკე და სხვა სპირტების მიღებას.

გაიცანით კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტი:

  1. ლუდი მაისტერბრაუ
  2. ლუდის ბრენდი, 0.5 ლ
  3. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 0.5 ლ
  4. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ

ჩამოსასხმელი ლუდი “მაისტერბაუ”-ს შეძენა შეიძლება თბილისის მასშტაბით. “ლუდის ბრენდი” კი შეგიძლიათ მოიკითხოთ და შეიძინოს თბილისის სავაჭრო ქსელებში.