მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მაისტერბრაუ

მაისტერბრაუ

დიღომი 8, გრიგოლ ფერაძის 42, თბილისი, საქართველო
+ 995 32 213 06 08
info@mbtbilisi.com
http://mbtbilisi.com

შპს “მაისტერ ბრაუ” 2013 წელს დაარსდა და 2014 წლიდან საქართველოსთვის უნიკალურ პროდუქციას – ლუდის ბრენდი, ლუდის შნაპსი, გაუფილტრავი ლუდი სპეციალური შუა საუკუნეების გერმანული ტრადიციული მეთოდით აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე ევროპაში.

ბრენდი “მაისტერბაუ” ქართველი და გერმანელი პარტნიორების მოფიქრებული სახელია, რომელიც ისტორიული გერმანული ტრადიციით ლუდის წარმოებაზეა დაფუძნებული. ჩანაფიქრი თავიდანვე იყო და არის უნიკალურ და იშვიათი სასმელების წარმოება. სწორედ ასეთია “ლუდის შნაპსი”, იგივე “ლუდის ბრენდი” [ახალი სახელი სპეციალურად გერმანული ბაზრისთვის], რომელმაც საზოგადოება საქართველოში და გერმანიაში გააკვირვა.

2016 წლის გაზაფხულზე გერმანიაში, ქალაქ ნოიშტატში გაიმართა სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოდან კონკურსზე წარდგენილი იყო შპს “მაისტერბრაუ“-ს ლუდის ბრენდი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაში, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა და 800-ზე მეტი დასახელების ბრენდი იყო წარმოდგენილი ქართული წარმოების პროდუქტის გამარჯვება ნამდვილი წარმატებაა!