მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მაია დევნოზაშვილი, ი.მ.

მაია დევნოზაშვილი, ი.მ.

სოფელი ბალიჭი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 551 19 26 16
maiadevnozashvili@yahoo.com, demasoap@gmail.com
http://dema.ge
FB / დემა – ქართული ნატურალური საპონი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

ქართული ნატურალური სამკურნალო საპონი “დემა” უძველესი ქართული ოჯახური ტრადიციით დმანისის ალპურ ზონაში შეგროვებული მცენარეებისაგან მზადდება. დამფუძნებელმა, პროფესიით პედაგოგმა – ქ-ნმა მაია დევნოზაშვილმა წინაპრების ტრადიცია აღადგინა და “აწარმოე საქართველოში”-ს გრანტის მეშვეობით ახალ დონეზე აიყვანა საპნის დამზადება.

პროდუქცია მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ბიო-პროდუქტებისგან, მცენარეული და ცხოველური ცხიმებისაგან, ძვირფასი ეთერზეთებისაგან და მაღალ მთებში სათუთად შეგროვილი სამკურნალო ბალახებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანის კანისთვის. ისევე როგორც დამუშავების, შეგროვების პროცესიც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ზოგიერთი მცენარე სეზონურად უნდა შეგროვდეს, მაგალითად, ყვავილობის პერიოდში. რაც შეეხება მათ საპონში გამოყენებას, გაშრობის პროცესიც განსხვავებულია. რაც მთავარია, სტარტაპერმა ყველაფერი დეტალურად იცის და თავის საქმესაც დიდი ენთუზიაზმით და გულმოდგინედ აკეთებს.

ნატურალური საპონი “დემა” საუკეთესოდ ასუფთავებს კანს, იცავს გამოშრობისგან და გაღიზიანებისგან. საპონი არ შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, პარაბენებს, ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს. ბიო საპონი დემა საუკეთესოა როგორც დიდებისთვის ასევე პატარებისთვის. გამოირჩევა საპნის, სამკურნალო მცენარეებისა და ძვირფასი ეთერზეთების ნაზი და სასიამოვნო სურნელით.

ქ-ნი მაიას სტარტაპმა “აწარმოე საქართველო”-ს ფარგლებში 5,000 ლარის ოდენობით დაფინანსება მოიპოვა. გრანტით საპნის დასამზადებლად დანადგარები შეიძინა. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგად დღეს “დემა” 17 სახეობის სამკურნალო ნატურალურ საპონს აწარმოებს. ესენია: ორკბილა, სამკურნალო მცენარეების ნაცარი, გვირილა, ვარდის ფურცლები, ხახვი, ენდრო და ვანილი, გვირილა, კალენდულა და ყვითელი ვარდი, ჭინჭარი, ლავანდა და ტკბილი ნუში და ა.შ. თითოეულ საპონს თავისი ტექნოლოგია, ისტორია და ტრადიცია გააჩნია. ის ასევე ამზადებს სხვადასხვა სამკკურნალო მალამოებს, სამკურნალო მცენარეებისგან და ბიო პროდუქტებისგან, მას ეს ცოდნაც ეხარება საპნისთვის უფრო მეტი სასარგებლო თვისებების მინიჭებაში

პროდუქცია PSP, ჯორჯიტას და ევროლაინის ქსელებში, ასევე სხვა საცალო ობიექტებში იყიდება. თითოეული სამკურნალო საპნის ფასი წონისა და შემადგენლობის მიხედვით 5 ლარიდან 8 ლარამდე მერყეობს.