მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მადლიანი 2017

მადლიანი 2017

საირმის 33, თბილისი, საქართველო
+995 577 40 20 82, +995 577 57 05 22
Madliani2017@yahoo.com
FB / Madliani 2017

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“მადლიანი 2017” ოჯახური ბიზნესია, რომელსაც და და ძმა – ვანო აფციაური და თამარ აფციაური უძღვებიან. ბნ. ვანოსა და ქ-ნი თამარის უპირველესი საზრუნავია უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული ნედლეულით შეუდარებელი ხარისხის გენეტიკურად ქართული ჩურჩხელას წარმოება ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის. სწორედ ამიტომ უმაღლესი ხარისხის ნატურალურ ჩურჩხელა მზადდება ქართული ლომთაგორა ხორბლის ფქვილით, კახური ბადაგითა და ქართული ნიგვზით / თხილით / ნუშით / ჩირით.

ბრენდული დასახელება – “მადლიანი 2017” ოჯახის წევრების მოფიქრებულია. მის საფუძველშია ყველაფერი ის საუკეთესო და კარგი, რაც ქართულ ჩურჩხელაში ისტორიულად არის. ლოგო თავად ბნ. ვანოს შექმნილია. ბნ. ვანოა ასევე ყველა შეფუთვის იდეის ავტორი და შემსრულებელი.

კომპანია 2017 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი პირველი სრულფასოვანი წარმოჩენა პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე – “იყიდე ქართული” შედგა, რომელსაც 300-ზე მეტი საქმიანი ადამიანი ესწრებოდა. სწორედ აქ შედგა პირველი მოლაპარაკებები, რომელთაც შედეგადაც და უპირველეს ყოვლისა თავად ბნ. ვანოს და ქ-ნი თამარის მონდომებით “მადლიანი 2017” უკვე იმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს პრემიუმ ხარისხის ნაწარმის ბაზარზე.

დაფუძნების დღიდან კომპანია არ წყვეტს ექსპერიმენტებს, რომელთა შედეგად შეიქმნა უამრავი სხვადასხვა ფორმის (გრძელი, მოკლე, ორიგინალური), შეფუთვის (ვაკუუმის, ცელოფნის, კარდონის) და შემადგენლობის (თხილით, ნიგვზით, ნუშით, ჩირით) ჩურჩხელა. უცვლელი რჩება მხოლოდ პროდუქციის უმაღლესი ხარისხი.

გალერეა