მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მაგიური ჯოხები

მაგიური ჯოხები

შპს ჯეო თოიზ 2015 წელს დაფუძნდა ახალგაზრდა ენთუზიასტების მიერ. ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ჯანსაღი და უნიკალური ქართული ხის სათამაშოები უკვე ერთ წელია ქსელში იყიდება და ჩვენს ბავშვების ანალიტიკურ, მოტორიკულ, მეხსიერების, კოგნიტიურ და ვიზუალურ-სივრცითი აღქმის უნარებს ავითარებს.

მაგიური ჯოხები ვიზუალურ-სივრცითი აღქმისა და წარმოსახვის უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. 50 ცალი ხის დეტალისგან შექმნილი კონსტრუქტორი იღებს იმ ფორმას, რასაც ბავში გადაწყვეტს. მზადდება წიფელასგან, იღებება ეკოლოგიურად სუფთა საღებავით.

სათამაშოს შეძენა შეიძლება როგორც შეკვეთით, ასევე ბიბლუსის ქსელში. ბიბლუსშივე შეგიძლიათ შპს „ჯეო თოიზ“-ის მიერ შექმნილი 10-მდე სხვა სათამაშოს შეძენაც.