მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მაგიდა

მაგიდა

ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილმა ავეჯის წარმოება 2012 წლიდან დაიწყო, 2013 წლიდან კი უმაღლესი ხარისხის ავეჯის დამზადებაზე კონცენტრირდა. წარმოება ნედლეულად საუკეთესო ხარისხის ქართულ ხეს იყენებს, ძირითადში ეს არის საჩხერის რაიონში მოპოვებული წიფელა. მწარმოებელი ბაზარზე ოპერირებს ბრენდით Mount Hill. მუდმივი ხარისხის გარანტია და დამატებითი მომსახურებები Mount Hill-ის კონკურენტული უპირატესობებია.

მაგიდა რომელიც წარმოებაში მზადდება გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით, ჯანსაღი ქართული ნატურალური ხის მასალით და მზადდება ერთიანი ხისგან. დამზადებისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის წებო და ლაქ-საღებავები. პროდუქცია დამკვეთისათვის მიწოდებამდე გადის ხარისხის კონტროლის ეტაპს და დამკვეთს ბარდება მუდმივი ხარისხის გარანტიით.

Mount Hill ბრენდით იწარმოება სამხატვრო და არქიტექტურული ინვენტარი – მოლბერტი, სახაზავი მაგიდა, სახატავი დაფა და მაღალი კლასის სხვადასხვა სახის ავეჯი – თარო, კამოდი, კარადა, მაგიდა, საწოლი, ღვინის საცავი, ცარცის დაფა, ხის გასაშლელი სავარძელი და ა.შ.. საწარმოს მომსახურებაში შედის დამზადებული ნივთის/ავეჯის ტრანსპორტირება. თქვენს გემოვნებაზე მორგებული ორიგინალური ნამუშევარი გნებავთ? ესეც შესაძლებელია!