მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ლუდსახარში მაისტერბრაუ

ლუდსახარში მაისტერბრაუ

დიღომი 8, გრიგოლ ფერაძის 42, თბილისი, საქართველო
+ 995 32 213 06 08
+ 995 577 28 40 01
info@mbtbilisi.com
http://mbtbilisi.com
FB / ლუდსახარში მაისტერბრაუ

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “მაისტერ ბრაუ” 2013 წელს დაარსდა და 2014 წლიდან საქართველოსთვის უნიკალურ პროდუქციას – გაუფილტრავ ლუდს, ქართულ ვისკის, ხილის არყებს და ჭაჭას აწარმოებს. კომპანიას აქვს არყის გამოხდის მომსახურება. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე ევროპაში. კომპანიის მარანი მუდმივად ღიაა ტურისტებისათვის, რომელთაც სურთ ხილის არყების, ვისკის, ლუდის, ღვინის დაგემოვნება, არყის გამოხდის პროცესში მონაწილეობა, ლუდსახარშის დათვალიერება, ასევე მწვადის შეწვისა და თათარის ამოვლების პროცესში მონაწილეობა.

ბრენდი “მაისტერბრაუ” ქართველი და გერმანელი პარტნიორების მოფიქრებული სახელია, რომელიც ისტორიული გერმანული ტრადიციით ლუდის წარმოებაზეა დაფუძნებული. ჩანაფიქრი თავიდანვე იყო და არის უნიკალურ და იშვიათი სასმელების წარმოება. სწორედ ასეთია “ლუდის შნაპსი”, იგივე “ლუდის ბრენდი” [ახალი სახელი სპეციალურად გერმანული ბაზრისთვის], რომელმაც საზოგადოება საქართველოში და გერმანიაში გააკვირვა.

2016 წლის გაზაფხულზე გერმანიაში, ქალაქ ნოიშტატში გაიმართა სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოდან კონკურსზე წარდგენილი იყო შპს “მაისტერბრაუ“-ს ლუდის ბრენდი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაში, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა და 800-ზე მეტი დასახელების ბრენდი იყო წარმოდგენილი. ამავე ბრენდმა 2017 წელს საფრანგეთში ლიონის საერთაშორისო კონკურსზე მორიგი ჯილდო, ვერცხლის მედალი აიღო. ქართული წარმოების პროდუქტის გამარჯვება ნამდვილი წარმატებაა!