მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ლუდი მაისტერბრაუ

ლუდი მაისტერბრაუ

შპს “მაისტერ ბრაუ” – ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია დაარსდა 2013 წელს და ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს. საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესს უზრუნველყოფს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც გერმანიაში მიღებული განათლებით და გამოცდილებით (ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგი) მნიშვნელოვან ნოვაციებს ნერგავს საწარმოს განვითარების პროცესში. საწარმო თანამედროვე გერმანული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

„მაისტერბრაუ“ – გერმანელ ოსტატთა გაუფილტრავი ცოცხალი ლუდია.

დამზადებულია ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ მე-4 ის მიერ 1516 წელს მიღებული ლუდის სიწმინდის კანონის სრული დაცვით და შუა საუკუნეების სამხრეთ გერმანიის ტრადიციული ორმაგი ხარშვის მეთოდით. შეიცავს მხოლოდ დუღილის პროცესში გამომუშავებულ ნახშიროჟანგს. არ არის დამატებით კარბონიზირებული (დაგაზული). დავარგებულია ე.წ. ღია და დაბალი დადუღების პრინციპით 4-დან 6 კვირამდე დაბალ ტემპერატურაზე. გამოყენებულია ოთხი სახის ქერის ალაო და ორი სახის სვია. ოსტატურად შერჩეული სხვადასხვა სორტის ალაოები და არომატული სვიები ჩვენს ლუდს განსაკუთრებულ გემოს და ხასიათს ანიჭებს. არის მსუყე, სხეულიანი და გამოირჩევა კარამელიზირებული და ყვავილოვანი ტონებით.

ლუდი „მაისტერბრაუ“ პასტერიზაციის და ფილტრაციის გარეშეა ჩამოსხმული, რის შედეგაც მასში შენარჩუნებული ყველა ცოცხალი, ორგანული და არაორგანული კომპონენტი (საფუარი, ენზიმები, ვიტამინ B-კომპლექსი, სილიციუმი და სხვა მინერალები) უაღრესად დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. მისი ზომიერი მოხმარება (დღეში 1 ლიტრამდე) აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ამდიდრებს კუჭ-ნაწლავის ფლორას და აუმჯობესებს ტრაქტის მოქმედებას, ხელს წყობს კანის , თმებისა და ფრჩხილების აღდგენას. წმენდს თირკმელებს და საშარდე სისტემას. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

შემადგენლობა: წყალი, ქერის ალაო, სვია, საფუარი. ალკ. 5,4%. ენერგეტიკული ღირებულება 50 კკალ / 100 მლ. არ შეიცავს კონსერვანტებს. შენახვის ვადა 3 თვე. შენახვის ტემპერატურა +2+7C.

გაიცანით კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტი:

  1. ლუდი მაისტერბრაუ
  2. ლუდის ბრენდი, 0.5 ლ
  3. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 0.5 ლ
  4. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ

გარდა ამ პროდუქციისა შპს “მაისტერ ბრაუ” ნებისმიერ მსურველს სთავაზობს არყის და საკონიაკე სპირტის გამოხდას ღვინისგან, ლუდისგან, ჭაჭისგან, სხვადასხვა მარცვლეულისგან, ქარხნული წესით გერმანული სახდელი დანადგარებით, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის არყის, საკონიაკე და სხვა სპირტების მიღებას.

შპს “მაისტერ ბაუ”-ს პროდუქციის შეძენა შეიძლება თბილისის მასშტაბით სავაჭრო ქსელებში.

მიირთვით „მაისტერბრაუ“ და შეინარჩუნეთ სილამაზე და სიჯანსაღე!