მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ

ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ

შპს “მაისტერ ბრაუ” – ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია დაარსდა 2013 წელს და ფუნქციონირება დაიწყო 2014 წელს. საწარმოს ტექნოლოგიურ პროცესს უზრუნველყოფს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც გერმანიაში მიღებული განათლებით და გამოცდილებით (ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგი) მნიშვნელოვან ნოვაციებს ნერგავს საწარმოს განვითარების პროცესში. საწარმო თანამედროვე გერმანული ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ – ლუდისგან გამოხდილი მაგარი ალკოჰოლური სასმელი. დამზადებულია შუა საუკუნეების გერმანული ტრადიციული მეთოდით მოხარშული ახალგაზრდა ლუდის დისტილაციით. დავარგებული და დაძველებულია მუხის კასრში. გამოირჩევა ქერის, სვიის და მუხის ნაზი ტონებით. ორმაგი ფილტრაცია და უნიკალური წყაროს წყალი მას განსაკუთრებულ სიმსუბუქეს და სირბილეს ანიჭებს. ალკოჰოლის შემცველობა: 43%.

ლუდის შნაპსის იგივე ლუდის ბრენდის ტრადიცია გერმანიიდან, კერძოდ ფრანკონიიდან მოდის, ამიტომაც ხშირად ფრანკენვისკისაც უწოდებენ. ლუდის შნაპსის დისტილაციისთვის ვიყენებთ სუფთა და მაღალხარისხოვან მასალას – ლუდს. ერთი ლიტრი ლუდის სპირტის მისაღებად დაახლოებით 25 ლიტრამდე ლუდია საჭირო, რაც უფრო ძვირფასს, სასურველ და მოთხოვნად პროდუქტად ხდის მას.

“ლუდის შნაპსი”, იგივე “ლუდის ბრენდი” [სახელი გერმანიის ბაზრისთვის სპეციალურად შეირჩა] პროდუქტია, რომელმაც საზოგადოება საქართველოში და გერმანიაში გააკვირვა. 2016 წლის გაზაფხულზე გერმანიაში, ქალაქ ნოიშტატში გაიმართა სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოდან კონკურსზე წარდგენილი იყო შპს “მაისტერბრაუ“-ს ლუდის ბრენდი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა. სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსზე გერმანიაში, სადაც 50-ზე მეტი ქვეყანა და 800-ზე მეტი დასახელების ბრენდი იყო წარმოდგენილი, ქართული წარმოების პროდუქტის გამარჯვება ნამდვილი წარმატებაა!

გაიცანით კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტი:

  1. ლუდი მაისტერბრაუ
  2. ლუდის ბრენდი, 0.5 ლ
  3. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 0.5 ლ
  4. ლუდის ბრენდი, მუხის კასრში დავარგებული, 2 ლ

გარდა ამ პროდუქციისა შპს “მაისტერ ბრაუ” ნებისმიერ მსურველს სთავაზობს არყის და საკონიაკე სპირტის გამოხდას ღვინისგან, ლუდისგან, ჭაჭისგან, სხვადასხვა მარცვლეულისგან, ქარხნული წესით გერმანული სახდელი დანადგარებით, რომლებიც გარანტირებულად უზრუნველყოფენ უმაღლესი ხარისხის არყის, საკონიაკე და სხვა სპირტების მიღებას.

შპს “მაისტერ ბაუ”-ს პროდუქციის შეძენა შეიძლება თბილისის მასშტაბით სავაჭრო ქსელებში.