მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ლიკანი

ლიკანი

დ. აღმაშენებლის გამზ. 80, 0102 თბილისი, საქართველო
+995 32 2 484 484
http://ids-borjomi.com

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დსთ-სა და ბალტიისპირეთის მასშტაბით ბაზრის ლიდერი კომპანიაა ბუტილირებული ნატურალური მინერალური წყლების სეგმენტში. კომპანია IDS ბორჯომი საქართველო ქართული მინერალური წყლების ბაზრის უპირობო ლიდერია, როგორც წარმოებული მინერალური წყლის მოცულობით, ასევე, წარმოებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეებით. ბაზარზე კომპანია წარმოდგენილია 3 ბრენდით: “ბორჯომი”, “ლიკანი” და “ბაკურიანი”.

ნატურალური მინერალური წყალი “ლიკანი” ცოცხალი მინერალებით გაჯერებული, უნიკალური წყალია, რომელიც ზომიერად შეიცავს მინერალურ – იონურ კომპლექს. მისი განსაკუთრებული მახასიათებელია ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის განუმეორებელი თანაფარდობა. ბუნებრივი გაზით უხვად გაჯერებულ მინერალურ წყალს „ლიკანი“ განუმეორებლად მსუბუქი გემო აქვს. სწორედ ამ მინერალთა თანხვედრა განაპირობებს „ლიკანის“ უნიკალურობას. “ლიკანი” იდეალურია მათთვის, ვისაც წყურვილის მოკვლა, გაგრილება და მთელი დღის მანძილზე ენერგიის და კარგი განწყობის შენარჩუნება სურს.