მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კუმისი XXI, შპს

კუმისი XXI, შპს

გარდაბნის რაიონი, სოფ. კუმისი, საქართველო
+ 0790 26 25 20
info@kumisi.ge
http://kumisi.ge
FB / კუმისი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “კუმისი XXI” ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით და განლაგებულია 12 ჰექტარზე. კომპლექსში განლაგებულია 9 საფრინველე – საწარმოო ფრინველისათვის და ასევე 3 საფრინველე ე.წ. საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის, სადაც 1 დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ ეს წიწილები გადადიან საფრინველეში რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის დადება 20 კვირის ასაკიდან. თითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშუალოდ 28,000 ფრინველზე.

ფაბრიკის თანამედროვე სტანდარტები უზრუნველყოფს ფრინველის კვებას და წყლით მომარაგებას ავტომატურ რეჟიმში. ასევე ავტომატურია საფრინველეში კლიმატის კონტროლი და კვერცხის აკრეფა. საფრინველეები მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ქათმის საკვებად გამოიყენება ნატურალური მარცვლეული: სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, მზესუმზირისა და სოიოს შროტი. საწარმოში ფუნქციონირებს საკვები საამქრო, სადაც მზადდება კომბინირებული საკვები, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება საფრინველეებს. კომპანიაში პროდუქციის ხარისხის კონტროლი ხდება წარმოების ყველა ეტაპზე. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიაში ხდება როგორც საკვების ცალკეული კომპონენტების, ასევე კომბინირებული საკვებისა და მზა პროდუქციის (კვერცხი) სრული ლაბორატორიული შემოწმება. კომპანიის მფლობელობაშია სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

კომპანიას 2011 წელს მიღებული აქვს ხარისხის ნიშნის სერთიფიკატი და მისი პროდუქცია შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. „კუმისი XXI“ 2017 წლიდან ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კომპანიის მაღალ ხარისხს წარმოების ყველა ეტაპზე: საკვების მიღება და შენახვა, პროდუქციის დამზადება, მზა პროდუქციის შენახვა და მომხმარებლამდე მიწოდება, მენეჯმენტის გამართული მუშაობა და რაც მთავარია ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილება. კომპანიას გააჩნია მის მიერ წარმოებული პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.

შპს “კუმისი XXI“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის უსაფრთხოებაზე, ახალი ტექნოლოგიების შემოღებაზე და მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლის სურვილებზე.