მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ადგილობრივი საწარმო > კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა – #ესპროდუქციაჩვენია

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა – #ესპროდუქციაჩვენია

#ესპროდუქციაჩვენია

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოძრაობა KAR.GE მწარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით 1-31 მაისის პერიოდში ახორციელებს 1 თვიან კამპანიას – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებს უკეთ გავაცნოთ ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები. კამპანია 3 კომპონენტს მოიცავს. 1) საწარმოში სტუმრობა და FB Live ვიდეოს ჩაწერა, 2) Facebook პოსტერების კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია” და 3) პროდუქციის ღია შესყიდვა FB აქციით და მომხმარებელთა დაჯილდოვება.

დღეს, 2018 წლის 22 მაისს სტუმრად ვარ კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში, გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში.

ISO 22000 სერთიფიცირებული შპს “კუმისი XXI”  ქართული კვერცხის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის პროდუქციაც შეტანილია “The Best Qulity of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2005 წელს დაარსდა და უკვე 13 წელია მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ქართულ პროდუქტს თავაზობს და ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უჭირავს საქართველოს ბაზარზე. 12 ჰექტარზე გადაჭიმულ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოში თითქმის 300,000 სულ ფრინველზე გათვლილი 12 საფრინველეა. უმაღლესი ხარისხის მარცვლეულისა და მაღალი სტანდარტების გამოყენებამ, ასევე წარმოების მუდმივმა კონტროლმა საშუალება მისცა კომპანიას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია – ქათმის 0, I და II კატეგორიის კვერცხი ეწარმოებინა.

#ესპროდუქციაჩვენია

#ქართულიადაკარგია

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"