მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კოშკი

კოშკი

შპს ჯეო თოიზ 2015 წელს დაფუძნდა ახალგაზრდა ენთუზიასტების მიერ. ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული ჯანსაღი და უნიკალური ქართული ხის სათამაშოები უკვე ერთ წელია ქსელში იყიდება და ჩვენს ბავშვების ანალიტიკურ, მოტორიკულ, მეხსიერების, კოგნიტიურ და ვიზუალურ-სივრცითი აღქმის უნარებს ავითარებს.

კოშკი ანალიტიკური და მოტორიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სათამაშორა. ბავშვმა კოშკი ისე უნდა ააწყოს, რომ სულ ზემოთ ლითონის ბურთულას დადების შემთხვევაში ბურთულა ქვემოთ ჩამოვარდეს ისე, რომ ყველა საყრდენი პლატფორმა გაიაროს. მზადდება წიფელასგან, იღებება ეკოლოგიურად სუფთა საღებავით.

სათამაშოს შეძენა შეიძლება როგორც შეკვეთით, ასევე ბიბლუსის ქსელში. ბიბლუსშივე შეგიძლიათ შპს „ჯეო თოიზ“-ის მიერ შექმნილი 10-მდე სხვა სათამაშოს შეძენაც.