მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კოსმეტიკური საცხი IZOSIA

კოსმეტიკური საცხი IZOSIA

ბოცვაძის 2, თბილისი, საქართველო
+ 995 597 603 131
devikonikoleishvili@gmail.com
FB/იზოსია

ქართული კოსმეტიკური საცხი IZOSIA სოლიდური ბრენდული დასახელებით და გაახლებული შეფუთვით 2016 წლიდან ხელახლა წარსდგა ქართველი ქალბატონების წინაშე და უმალვე მათი კეთილგანწყობა და დაფასება დაიმსახურა. ბრენდი IZOSIA აწარმოებს და საქართველოში საკუთარ საფირმო ობიექტში ყიდის ხუთი სახეობის საცხს ყველა ტიპის კანისა და ასაკისათვის – ჟოჟობა, ავოკადო, არგანი, ატამი და ანტი-აკნე.

საცხის ფორმულის ავტორი და მისი უშუალო მწარმოებელია ქალბატონი იზო გოგოძე შემდეგნაირად გვიყვება საცხის შექმნის მოკლე ისტორიას:

“ჩემი პროფესიიდან გამომდინარე (დერმატო-კოსმეტოლოგი) ყოველთვის უარყოფითად ვიყავი განწყობილი თავის მოვლის ქიმიური, სინთეთიკური საშუალებების მიმართ. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვურჩევდი ჩემს პაციენტებს რაც შეიძლება იშვიათად მოეხმარათ ისინი. კანის მოსავლელად კი ვთავაზობდი ჩემი ფორმულით შექმნილ საცხს, რომლის ეფექტურობაც ასახული იყო პირადად ჩემს კანზე. როცა მივაღწიე გარკვეულ ასაკს, როცა წესით უკვე კანზე მკაფიოდ გამოხატული სიბერის ნიშნები უნდა მქონოდა, ამ საცხის დამსახურებით მსგავსი ნიშნები საერთოდ არ შეიმჩნეოდა. ამან განაპირობა საცხის მომხმარებელთა ძალზე დიდი რაოდენობით გაზრდა და მათი დაჟინებული მოთხოვნა საცხი ხელმისაწვდომი გამხდარიყო ფართო მომხმარებლისათვის.”

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...