მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > კონკურსი: დაწერეთ რიცხვი და მოიგეთ უმაღლესი ხარისხის ქართული ნაწარმი!

კონკურსი: დაწერეთ რიცხვი და მოიგეთ უმაღლესი ხარისხის ქართული ნაწარმი!

როგორც იცით ჩვენ 14 დეკემბერს 150 წერილი მივიტანეთ პარლამენტში და 30 დღიან გამოწვევაში ჩართვა შევთავაზეთ საქართველოს 150 პარლამენტარს.

აი სათანადო სტატია და ვიდეო – http://kar.ge/გურიელის-საშობაო-ჩაი/

გუშინვე არაერთი კომენტარი გაკეთდა, თუ რამდენი პარლამენტარი მიიღებდა გამოწვევას, ზოგიც ძალიან ოპტიმისტური, ზოგიც პირიქით. იქვე გამოითქვა მოსაზრება კონკურსი ხომ არ გაგვეკეთებინაო და აი ჩვენი სწრაფი რეაგირებაც 🙂 შეკითხვა მარტივია: რამდენი პარლამენტარი იყიდის საჯაროდ საქართველოში წარმოებულ ნაწარმს 31 დეკემბერის ჩათვლით?

აი ვიდეო მოწოდება …

 

წესები:

  1. გახსენით Facebook-ზე ვიდეოს ეს გვერდი და იქ დაწერეთ თქვენი პროგნოზი, ანუ რიცხვი 1-დან 150-მდე (აქ ავარჩევთ გამარჯვებულებს);
  2. კონკრეტული Facebook მოსარგებლისგან მიიღება მისი პირველი კომენტარი (კომენტარი არ უნდა იყოს რედაქტირებული);
  3. პირველი 3 ადამიანი, რომელიც ზუსტ რიცხვს გამოიცნობს მიიღებენ შემდეგ ქართულ ნაწარმს პროდუქციას საჩუქრად (რიგს მნიშვნელობა არ აქვს, სამივე ძალიან საამაყო ნაწარმია): 1) Didgori valley – დიდგორის ველი-ს ხორბლის უმაღლესი ხარისხის ხორბლის არაყი და ორი ცალი სტიკერი “მე ვყიდულობ ქართულს” მანქანისთვის, 2) Simon Chkheidze Wine Cellar/სიმონ ჩხეიძის მარანი-ს ოცხანური საფერე და ორი ცალი სტიკერი “მე ვყიდულობ ქართულს” მანქანისთვის და 3) გურიელი – Gurieli-ს საშობაო ჩაი და ორი ცალი სტიკერი “მე ვყიდულობ ქართულს” მანქანისთვის;
  4. გამარჯვებულებს Facebook-ით დაუკავშირდებით და პრიზებს გადავცემ პირადად თბილისში 1-5 იანვრამდე პერიოდში (უნდა მოიცალოთ);
  5. საქართველოს პარლამენტარების მიერ ჩვენს საერთო გამოწევში ჩართვის ყველა ფაქტს (ვიდეოს ან სურათს) გავაზიარებთ აქვე;

ვიმეორებთ საკონკურსო შეკითხვას:

რამდენი პარლამენტარი იყიდის საჯაროდ საქართველოში წარმოებულ ნაწარმს 31 დეკემბერის ჩათვლით?

[აქ, Facebook ვიდეოს გვერდზე შებრძანდით და დააფიქსირეთ რიცხვი]

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"