მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კოკლოზინა
კოკლოზინა

კოკლოზინა

ბრენდმა “კოკლოზინა“-მ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირება 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქციით დამზადებული ტკბილეულით, რომელიც არ შეიცავს გმო-ს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, საღებავებსა და სხვა ქიმიურ დანამატებს. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ დააგემოვნოთ თქვენც და თქვენმა პატარებმაც. „კოკლოზინა“-ს ტკბილეული ნამდვილად გახდება საყვარელი და შეუცვლელი ნუგბარი. ასორტიმენტის მთავარი მშვენება, აჭარული ბაქლავაა. საოჯახო ბიზნესის უძღვება ბნ. მურმან გორგოშაძე.

რატომ ბრენდი კოკლოზინა?

პასუხი მარტივია … აბა რასთან ასოცირდება სიტყვა – “კოკლოზინა”? სწორედ რომ ასეთივე გემრიელია კოკლოზინას დამზადებული პროდუქცია. აჭარაში ბაქლავის მომზადების ტრადიცია მრავალ წელს ითვლის, მაგრამ მხოლოდ ამ ბრენდით შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული, არომატული და უძველესი რეცეპტით მომზადებული, ნამდვილი აჭარული ბაქლავა.

ბრენდის “ქუდის” ქვეშ იწარმოება შემდეგი პროდუქცია:

  • აჭარული ბაქლავა;
  • ბურმე;
  • შაქარლამა;