მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კოდი, კოოპერატივი

კოდი, კოოპერატივი

იოანე პეტრიწის 2, ახალციხე, საქართველო
+ 995 593 90 30 60
skakody@gmail.com

კოოპერატივი “კოდი” 2016 წლის მარტში ქ. ახალციხეში 5 თანამოაზრე მეფუტკრის ინიციატივით დაფუძნდა. კოოპერატივში გაწევრიანებულია 11 წევრიდან 4 ქალია. საფუტკრეში 420 სკაა და წელიწადში 7-10 ტონა თაფლი იწარმოება.

კოოპერატივს ახალციხეში აქვს სანიმუშო პრაქტიკის მქონე მაღალტექნოლოგიური მეფუტკრეობის მცირე საწარმო, რომელიც თავის თავში მოიცავს თაფლის და მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებას, დაფასოებას და ფუტკრის დედების ხელოვნურ განაყოფიერებას. სამომავლოდ იგეგმება აგროტურიზმისა და აპითერაპიის განვითარება.

კოოპერატივ კოდში დანერგილი და აპრობირებულია საფუტკრის 4 ეტაპიანი მომთაბარეობის პრინციპი. ეს უნიკალური პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს 4 რეგიონში წელიწადის სხვადასხვა დროს ვამთაბარებთ საფუტკრეს და კეთილსაიმედო ამინდის პირობებში შესაძლებელია 4 მოსავლის მიღება.

წარმოებულ “ნინოწმინდის თაფლს” კოოპერატივი ბაზარს აწვდის სამი დასახელების საქონლის სახით:

1. “ალპური ზონის თეთრი სამყურა“ – ესაა თაფლი რომელიც დამზადებულია ძირითადად თეთრი სამყურას ნექტარისაგან. გამოირჩევა მაღალი საგემოვნო და სამკურნალო თვისებებით. დაფასოებულია 250 მლ ჭურჭელში და ნეტო მასაა 350 გრ.

2. “ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი” – ესაა თაფლი რომელიც დამზადებულია ძირითადად ამ ორი მცენარის ნექტარიდან. გამოირჩევა უფრო მრავალფეროვანი და შედარებით მკვეთრი არომატებით. დაფასოებულია 350 მლ. ჭურჭელში და ნეტო მასა შეადგენს 500 გრ.

3. “ანათალის თაფლი“ ეს იგივე თეთრი სამყურას თაფლია, ოღონდ მასში 16-ჯერ მეტი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებია. დაფასოებულია 250 მლ. ჭურჭელში და ნეტო მასა შეადგენს 350 გრ.