მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კვვგე საკონტროლო კაბელი ეკრანირებული

კვვგე საკონტროლო კაბელი ეკრანირებული

სს საქკაბელი საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი მწარმოებელია. ქარხანა 1958 წელს დაარსდა და მის ძირითად ფუნქციას ათობით დასახელების სპილენძისა და ალუმინის არაიზოლირებული, ძალოვანი, სამონტაჟო, თვითმზიდი, საკონტროლო და სასიგნალო კაბელების წარმოება წარმოადგენს. ათობის დაასახელების პროდუქცია ბრენდული დასახელებით – „საქკაბელი“ იყიდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. წარმოებული პროდუქციის სრული ჩამონათვალი და დეტალური დახასიათებები იხილეთ აქ.

კვვგე საკონტროლო კაბელი ეკრანირებული –  ეკრანირებული საკონტროლო კაბელი სპილენძის ძარღვით პოლივინილქლორიდის იზოლაციით და პოლივინილქლორიდის გარსაცმით. გამოიყენება არა მოძრავი შეერთებისას ელექტრული ხელსაწყოებზე, აპარატებზე, ელექტრო გამანაწილებელი მოწყობილობების შემკრებ მომჭერებზე ნომინალურ ცვლად ძაბვაზე 660-ვ მდე სიხშირით 100 ჰერცი, ან მუდმივ ძაბვაზე 1000 ვ.

გამოიყენება შენობებში, არხებში, გვირაბებში ჩასაწყობად თუ არ არსებობს კაბელზე მექანიკური და აგრესიული გარემოს ზემოქმდების საშიშროება და აუცილებელია ელექტრული წრედების დაცვა გარე ელექტრული ველების ზემოქმედებისაგან. ერთმაგად ჩაწყობისას კაბელები არ ავრცელებენ წვას. სადენის სამუშაო ვადა: არა ნაკლები 15 წელი, ხოლო შენობაში, არხებში, გვირაბებში 25 წელი. ექსპლოატაციის საგარანტიო ვადა: 3 წელი ექსპლოატაციაში შესვლიდან, სწორი მონტაჟის და ექსპლოატაციის შემთხვევაში.

სს საქკაბელი ბაზარზე თავის დამკვიდრებას პროდუქციის მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით ახერხებს. ბაზარი მზარდია და ხარისხიან საკაბელო პროდუქციაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროდუქციას გააჩნია მაიდენტიფიცირებელი  აღნიშვნები, რითაც უტყუარადაა შესაძლებელი დადგინდეს მწარმოებელი ქარხანა, გამოშვების ზუსტი დრო, პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ყველა საჭირო ტექნიკური პარამეტრი.