მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კარი

კარი

შპს “ოპ-არტი” 2007 შეიქმნა წელს. მისი ძირითადი საქმიანობაა ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმის, დიზაინის ავეჯის და კარების დამზადება. წარმოება ხდება უმაღლესი ხარისხის მასალებით. საწარმოს კარი მუდმივად ღიაა იმ მომხმარებლისთვის ვისაც აინტერესებს როგორ და რა პირობებში მზადდება პროდუქცია. სწორედ ამ ფაქტორის გავლენით კომპანია წარმატებით ზრდის მომხმარებელთა რაოდენობას და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.

კარის დამზადება თავიდანვე იყო კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და დღემდე ასე რჩება. ეს ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია ბაზარზე. ქვემოთ სულ რამოდენიმე ნიმუშია მოცემული, მაგრამ ვებსაიტს თუ ეწვევით, ნამდვილად მოიხიბლებით არჩევანით. ყველაზე ნაცადი მეთოდი მაინც არის მოხვდეთ თბილისში, წერეთელზე მდებარე შოურუმში და იქვე ადგილზე დაათვალიეროთ ნიმუშები. თან კონსულტანტ სპეციალისტსაც გაესაუბრებით, რომელიც დაგაკვალიანებთ.

კომპანიის ასორტიმენტში შედის მრავალი სახის კარი, სამზარეულო, კარადა, საძინებელი, საბავშვო ოთახი, კაბინერი, რეტრო ავეჯი, აკრილის ქვის ნაკეთობები და TV კედელიც კი. ეწვიეთ კომპანიის ვებსაიტს და დაათვალიერეთ გაცილებით მეტი ნიმუში.