მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კარაქი

კარაქი

გ. ლორთქიფანიძის 13ა, თბილისი, საქართველო
+ 995 595 881 081
info@wi.ge
http://westinvest.ge/

შპს ვესტ ინვესტი დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს და გამოცდილ სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 4,000-მდე მაღაზიას აწვდის 100-მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ქათმის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებს, ზეთსა და კარაქს. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, ხოლო ფილიალები განთავსებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ქ. ბათუმი, ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი, ქ. გორი, ქ.თელავი). კომპანია ასევე ფლობს საფირმო მაღაზიებს ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში.

კომპანიას საქართველოში აქვს წარმოება, კერძოდ კი ახალქალაქში შპს “ალპენ მილკი” აწარმოებს კარაქს ბრენდული დასახელებით – ვესტლანდ. პროდუქტი იწარმოება აღდგენილი რძისგან გენმოდიფიცირებული დანამატების გარეშე და ფასოვდება 5 კილოგრამიან შეფუთვებში.

წარმოებული კარაქი გაყინულ მდგომარეობაში მიეწოდება სავაჭრო ობიექტებს გარანტირებულად უსაფრთხოდ. პროდუქციის მიწოდების პროცესში ზედმიწევნით სწორად ხდება ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა, რათა ტვირთის მოწოდება მოხდეს უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.