მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კამპა, შპს

კამპა, შპს

3311 საგურამო, საქართველო
+ 995 32 240 05 50
contact@campa.ge
http://campa.ge

შპს “კამპა” 2008 წელს დაარსდა. 2009 წლის ნოემბერში დაიწყო პირველი პროდუქციის წარმოება. 2011 წლის იანვარში მოხდა საწარმოს სერტიფიკაცია ISO 9001 და HACCP სტანდარტების მიხედვით, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან საწარმო სერტიფიცირებულია ISO 22000 სტანდარტით. საწყის ეტაპზე “კამპა” 7 დასახელების პროდუქტით შემოვიდა ქართულ ბაზარზე, ხოლო დღეს 30-ზე მეტი დასახელების და არომატის ნატურალურ წვენსა და ნექტარს აწარმოებს Tetra Pak-ის 1.0 ლიტრიან და 0.2 ლიტრიან პაკეტებში. სამომავლო გეგმებშია ასორტიმენტის გაფართოება და მომხმარებლისთვის ახალი მაღალხარისხიანი ნატურალური პროდუქციის შეთავაზება.

“კამპა” კავკასიის რეგიონში წვენებისა და ნექტარების ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. 2009 წლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნატურალური წვენებისა და ნექტარების ფართო ასორტიმენტს “კამპას” ბრენდის ქვეშ, ხოლო 2014 წლიდან ნექტარების ახალ ხაზს – “ჩვენი”. “კამპა” მუდმივად მონაწილეობს თემატურ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში.

“კამპას” წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ქსელურ მაღაზიებში როგორიცაა “სმარტი”, “გუდვილი”, “კარფური”, “ფუდმარტი”, “სპარი”,“ორი ნაბიჯი” და სხვა, ასევე მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე ხდება პროდუქციის ექსპორტი რუსეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...