მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კამპა ანანასი, 200 მლ

კამპა ანანასი, 200 მლ

შპს “კამპა” 2008 წელს დაარსდა და 2009 წლის ნოემბერში დაიწყო პირველი პროდუქციის წარმოება. 7 პროდუქტით ბაზარზე შემოსული კომპანია დღეს სერტიფიცირებულია ISO 9001, HACCP და ISO 22000 სტანდარტით და ქართულ და იმპორტულ ნედლეულზე დაყრდნობით 30-მდე სხვადასხვა დასახელების და არომატის ნატურალურ წვენსა და ნექტარს აწარმოებს და ყიდის როგორც საქართველოს საცალო ქსელში, ასევე ექსპორტზე გააქვს რუსეთში, ყაზახეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. შპს „კამპა“ ბაზარზე ორი ბრენდით ოპერირებს: „კამპა“ და „ჩვენი

კამპა ანანასი 0,2 ლიტრიან შეფუთვაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. დასამზადებლად გამოიყენება საუკეთესო ხარისხის ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეული. გაუხსნელ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე შენახვის ვადაა 12 თვე. იყიდება საცალო ქსელში. ხილის წვენის მასური წილი – 50 %.

პროდუქცია არ შეიცავს კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, ხელოვნურ არომატებსა და საღებავებს. პროდუქციის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს. ხარისხის მუდმივი კონტროლი ხორციელდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შიდა და გარე ლაბორატორიებში. საწარმო აღჭურვილია Tetrapak-ისა და Elopak-ის მაღალტექნოლოგიური, დანადგარებით. შეფუთვისათვის გამოიყენება ამავე მწარმოებლების ასეპტიკური პაკეტები.