მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > კამპანია: დადე შენი „აგური“ ცოდნის კაფეს ასაშენებლად!

კამპანია: დადე შენი „აგური“ ცოდნის კაფეს ასაშენებლად!

სიამოვნებით გავაკეთებდი ამ საქმეს ყოველგვარი „კივილი“-ს გარეშე, მაგრამ ჩემი მიზანია თქვენს აგიყოლიოთ ამ საქმეში, რომ თქვენც „დადოთ თქვენი აგური“ კარგ საერთო საქმეში, ანუ ცოდნის კაფეს შენობის აშენების საქმეში.

ცოდნის კაფე ეს არის ახალგაზრდების გაერთიანება, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ შეიქმნა და წარმოდგენს წიგნის მაღაზიას დაბალ ფასებად, არაფორმალური განათლების ცენტრს, მულტიმედია ბიბლოთეკასა და მყუდრო კაფეს. ეს არის ადგილი წნორში, სადაც ქართული საქმე კი არ კეთდება, არამედ დუღს. ადამიანი კი ვინც ამ საქმის ერთ-ერთი მოთავეა ეს არის ადამიანი ენერგია – ნანა ბაგალიშვილი – ენერგიული, სწრაფად მოსაუბრე, გიჟი და გადარეული! დარწმუნებული ვარ მისი თამადობით ახალი ცოდნის კაფე კიდევ უფრო მეტს შეძლებს!

ბევრი რომ არ გავაგრძელო,

მოძრაობა KAR.GE-ს სახელით მე სულ რაღაც 50 ლარი გადავრიცხე ცოდნის კაფეს შენობის აშენებისათვის. ეხლა თქვენი ჯერია თქვენი აგური დადოთ ამ კარგ საქმეში!

სრული ინფორმაცია, თუ როგორ მიდის ცოდნის კაფეს ასაშენებელი თანხის შეგროვების კამპანია იხილეთ აქ:

http://www.codnebi.ge/donate/

გადარიცხვისათვის:

საქართველოს ბანკი
GE56BG0000000228253800
მიმღები: ააიპ ცოდნის კაფე
დანიშნულება: შემოწირულობა

აბა თქვენ იცით …

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"