მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კამარა

კამარა

ზემო ფონიჭალა ნაკვეთი 37/006, თბილისი, საქართველო
+995 599 88 00 88, +995 593 13 02 15
kamara@kamarastone.ge
http://kamarastone.ge/
FB / კამარა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “კამარა” 2006 წელს დაფუძნებული და უკვე დარგის ლიდერი კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა. 2012 წლიდან, კომპანიამ ქართულ ბაზარს თავისი ახალი პროდუქტი – მოზაიკა შესთავაზა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი ქართული ნედლეულის – ყვითელი ტუფის გამოყენებით პროდუქციის დამზადებას. წარმატების მთავარი მიზეზი საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომაა თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. “კამარა”-სთვის ქვა უბრალო პროდუქტი არ არის. ეს არის მასალა, რომელსაც საკუთარი ისტორია, მეხსიერება და ენერგია გააჩნია.

“კამარა” არის საოჯახო ბიზნესი, რომელიც 2006 წელს დაარსდა ძმების გია და დათო მაჭავარიანების მიერ. წლიდან-წლამდე ბრენდი ვითარდებოდა და იძენდა ცნობადობას. 2014 წელს გაკეთდა კომპანიის რებრენდინგი და ინტეგრირებული კამპანია, რომელსაც საკმაოდ დადებითი გამოხმაურება ქონდა – https://www.marketer.ge/kamara-rebranding//

2017 წელს კომპანიამ მიიღო მონაწილეობა უმსხვილეს ბუნებრივი ქვის საერთაშორისო გამოფენა “Marmomac”-ზე, სადაც იყო პირველი ქართული კომპანია როგორც Exhibitor და მსოფლიოს გააცნო ადგილობრივი ქართული მასალები: ყვითელი ტუფი, მწვანე ტუფი, დიაბაზი, ბაზალტი და გრანიტი.

კამარას აქვს შესრულებული ისეთი დიდი პროექტები როგორიცაა: ხელოვნების მუზეუმი (მხატვრის სახლი), ჭრელი აბანო, მახათას სამონასტრო კომპლექსი და მრავალი სხვა.

“კამარა”-ს მიერ შესრულებული რამოდენიმე პროექტი