მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > კამარა, შპს

კამარა, შპს

ზემო ფონიჭალა ნაკვეთი 37/006, თბილისი, საქართველო
+995 599 88 00 88, +995 593 13 02 15
kamara@kamarastone.ge
http://kamarastone.ge/
FB / კამარა

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “კამარა” 2006 წელს დაფუძნებული და უკვე დარგის ლიდერი კომპანიაა, რომლის მთავარი საქმიანობა ბუნებრივი ქვების დამუშავება და ქვით მოპირკეთებაა. წარმატების მთავარი მიზეზი საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომაა თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. “კამარა”-სთვის ქვა უბრალო პროდუქტი არ არის. ეს არის მასალა, რომელსაც საკუთარი ისტორია, მეხსიერება და ენერგია გააჩნია. “კამარა” უმოკლეს დროში ხარისხიან, გამძლე პროდუქციას ამზადებს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი ქართული ნედლეულის გამოყენებით პროდუქციის დამზადებას. 2014 წლიდან კომპანიამ მოიპოვა ლიცენზიები სხვადასხვა კარიერებზე და თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აქცია ადგილობრივი მასალების პოპულარიზაცია. კომპანია უკვე ფლობს 4 კარიერს და ევროსტანდარტებით აშენებულ ქვის გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც იჭრება და სარეალიზაციოდ მზადდება პროდუქცია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევრო ბლოკებს, ასევე სტანდარტიზებულ ქვის ფილებს.

გარდა ადგილობრივ ნედლეულზე მუშაობისა, კომპანია სხვადასხვა სახის ქვის ნედლეულის იმპორტს ეწევა სხვადასხვა ქვეყნიდან (თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ირანი და სხვა). უშუალოდ ქვის დამუშავება და სარეალიზაციოდ გამზადება ადგილზე ხდება კომპანიის საწარმოში.

2012 წლიდან, კომპანიამ ქართულ ბაზარს თავისი ახალი პროდუქტი – მოზაიკა შესთავაზა. მოპირკეთების ეს ტექნიკა გამოირჩევა ორიგინალური ფორმით და შინაარსით.

კამარას მომსახურებაში შედის ქვის დაჭრა და დამუშავება, დიზაინის შეთავაზება, ქვის ტრანსპორტირება და ხელოსნებთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაწევა.

ქვის ნიმუშები

მოზაიკის ნიმუშები

“კამარა”-ს მიერ შესრულებული რამოდენიმე პროექტი