მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ი.მ. მურმან გორგოშაძე

ი.მ. მურმან გორგოშაძე

კომპანიის დასახელება: ი.მ. მურმან გორგოშაძე
მისამართი: ბათუმი, აბუსერიძის ქ. N1 და ზ. გამსახურდიას ქ. N19
ვებსაიტი: http://koklozina.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/koklozinasbaklava/
საკონტაქტო პირი: მურმან გორგოშაძე
ტელეფონი: 555 498 779
ელ.ფოსტა: gorgoshadze.mariam@gmail.com

ბრენდმა “კოკლოზინა”-მ, იგივე ი.მ. მურმან გორგოშაძემ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირება 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქციით დამზადებული ტკბილეულით, რომელიც არ შეიცავს გმო-ს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, საღებავებსა და სხვა ქიმიურ დანამატებს. ასე, რომ თამამად შეგიძლიათ დააგემოვნოთ თქვენც და თქვენმა პატარებმაც. „კოკლოზინა“-ს ტკბილეული ნამდვილად გახდება საყვარელი და შეუცვლელი ნუგბარი. ასორტიმენტის მთავარი მშვენება, აჭარული ბაქლავაა. საოჯახო ბიზნესის უძღვება ბნ. მურმან გორგოშაძე.

ბაქლავის წარმოშობის ზუსტი ისტორია უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ისტორიკოსის – ნურიჯანლის სიტყვებით, პირველი ცნობა ბაქლავის შესახებ, დათარიღებულია XV საუკუნით, ხოლო ცომის მომზადების ტრადიცია ასირიელებისგან მოდის. დღესდღეობით, ბაქლავა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ვარიაციით მზადდება, თუმცა აჭარულ ბაქლავას ვერცერთი შეედრება.

აჭარაში ბაქლავის მომზადების ტრადიცია მრავალ წელს ითვლის, მაგრამ მხოლოდ „კოკლოზინა“-ში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული, არომატული და უძველესი რეცეპტით მომზადებული, ნამდვილი აჭარული ბაქლავა. ამ უგემრიელეს ტკბილეულს ი.მ. მურმან გორგოშაძე წარმოგიდგენთ.

პროდუქციის შეძენა ბათუმში ორ მისამართზე შეგიძლიათ – აბუსერიძის ქ. N1 და ზ. გამსახურდიას ქ. N19. მაღაზიაში წარმოდგენილი მცირე ეთნოგრაფიული კუთხე საშუალებას მოგცემთ მოიწყოთ მინი ექსკურსია, წარმოსახვით იმოგზაუროთ დროში და გაიგოთ საუკუნეების წინ რა ჭურჭლითა და მეთოდებით მზადდებოდა ტრადიციული აჭარული ბაქლავა.

მიიღება შეკვეთები სადღესასწაულო და საქორწილო სუფრებისთვის, ფურშეტებისა თუ წვეულებებისთვის. ფართოვდება სადისტრიბუციო ქსელი. კოკლოზინა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვებში.