მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ი. მ. მარიამ შენგელია

ი. მ. მარიამ შენგელია

კომპანიის დასახელება: ი. მ. მარიამ შენგელია
მისამართი:
ვებსაიტი:
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/pamakelaJewellery
საკონტაქტო პირი: ლაშა ჩახავა
ტელეფონი: 574 49 00 49
ელ.ფოსტა: lasha.chakhava@gmail.com

ი. მ. მარიამ შენგელიამ მეგობრებთან ერთად საქმიანობა 2014 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ დაიწყო ბრენდ “პამაქელა”-ს ისტორია. თავდაპირველად გაყიდვაში მხოლოდ სამკაულები იყო – ბეჭდები, ყელსაბამები, ყურსაკიდები. სწორედ სამკაულებმა მისცა საშუალება გუნდს რომ ხის პატარა სახელოსნოს დასაარსებლად ფული შეეგროვებინა. დღეს სახელოსნოში დასაქმებულია 82 წლის ზურა ზურაბიშვილი, რომელიც ხის ნაკეთობებს ქმნის. გუნდში კი სულ 6 ადამიანია.

პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენება ნატურალური და ბუნებრივი მასალები. საახალწლოდ ”პამაქელა”-მ მომხმარებელს ორიგინალი ხის ნაძვის ხეები შესთავაზა. საახალწლო ნაძვის ხის მასალად წიფელას და ფიჭვს იყენებდნენ, სათამაშოები კი თექისგან მზადდებოდა. ნაძვის ხის სტანტარტული ზომები 35 სმ-დან 60 სმ-მდე იყო. კერძო შეკვეთების დროს კი მათი სიმაღლე 2 მეტრსაც აღწევდა. ახალ წელს ”პამაქელას” ნაძვის ხეს საუკეთესო საჩუქრად იქცა და მოთხოვნაც საკმაოდ მაღალი იყო. დღეს ხის საათები, სახაზავი და ხის ჩარჩოები კომპანიის საფირმო პროდუქციაა. პროდუქცია შეგიძლიათ შეიძინოთ შეკვეთით.

ეს სურათები 2016 წლის 24 აპრილს Tbilisi Flea Market-ზეა გადაღებული, სადაც პამაქელაც მონაწილეობდა: