მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ი.მ. ლიანა დემეტრაშვილი

ი.მ. ლიანა დემეტრაშვილი

კომპანიის დასახელება: ი.მ. ლიანა დემეტრაშვილი
მისამართი: თეთრიწყაროს რაიონი
ვებსაიტი: –
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/თხის-რძის-პროდუქტები-ამალთეა-1432631700326999/
საკონტაქტო პირი: ლიანა დემეტრაშვილი
ტელეფონი: 593 16 40 69
ელ.ფოსტა: lia.demetrashvili164069@gmail.com

ინდ. მეწარმე ლიანა დემეტრაშვილი 2011 წელს თბილის ქალაქიდან თეთრიწყაროს რაიონში გადასახლდა და თხების ფერმა მოაშენა. დაიწყო 15 თხით ამჟამად კი მცირე ფერმა 50 სულ თხას აჭარბებს. სოფლად ცხოვრება თავიდან გაუჭირდა, მაგრამ დღეს უკვე ამაყია, რომ მეურნეობაც წელში გამართულია და ღვთის წყალობით გაყიდვებიც ნელა, მაგრამ იზრდება. მთავარი კი ისაა, რომ სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ნელ-ნელა ავითარებს მეურნეობას, რომელიც უნიკალურ პროდუქციას იძლევა და მრავალი კუთხითაა სასარგებლო მისი მომხმარებლისთვის. ქალბატონ ლიანას ფერმაში წარმოებული თხის რძე და მისგან დამზადებული პროდუქცია ბაზარზე ბრენდი “ამალთეა”-ს სახელწოდებით ხვდება.

“მე ქალაქიდან სოფელში გადმოვედი და თხის ყველის წარმოება დავიწყე. დამწყები ფერმერისთვის აუცილებელია სუბსიდია. განსაკუთრებით ქალს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავისი პოტენციალი გამოავლინოს. ქალებმა დავუმტკიცეთ ქვეყანას, რომ 90-იანი წლების კრიზისის დროს ფარ-ხმალი კი არ დავყარეთ, არამედ ბრძოლა გავაგრძელეთ. ჩემნაირ ქალებს შეუძლიათ გადაარჩინონ სოფელი და გააძლიერონ ეკონომიკა“, ამბობს ქ-ნი ლიანა.

ამალთეა” ბრენდულ დასახელებად სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ამ სახელთან საქართველოში ყველაფერი ის დადებითი ასოცირდება, რაც რამ თხასთან არის კავშირში. იდეის – თხის რძის პროდუქტების სარგებლის ხაზგამსმელი ისტორიაა ყველა ამალთეას უკავშირდება, თხას, რომელიც გადმოცემის თანახმად თვით ზევსს აწოვებდა რძეს.

ქ-ნი ლიანა დემეტრაშვილი უახლოეს მიზნად საკუთარი საწარმოს შექმნას ისახავს. მალე საქართველოში რძის პროდუქტების სფეროში ახალი რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, რაც ყველას ავალდებულებს ხარისხიანი და ბრენდული პროდუქცია აწარმოოს საიმისოდ, რომ მარკეტის დახლზე მოხვდეს პროდუქტი.

ქ-ნი ლიანას თხის რძის პროდუქტები პერიოდულად თბილისში ჩამოაქვს და აქ სავაჭრო ობიექტებს და რესტორნებს აბარებს სარეალიზაციოდ. პროდუქტი არის ძვირი, მაგრამ ვინც თხის რძის პროდუქციის სარგებლიანობა იცის, მას არც ის გაუკვირდება რატომაცაა ასეთი მაღალი ფასი. თხის პროდუქცია განსაკუთრებით სასარგებლო ბავშვთა კვებაში, ვინაიდან მდიდადრია სასარგებლო ნივთიერებებით და შემადგენლობით დედის რძესაც კი უახლოვდება.

ამალთეა თხის რძის პროდუქციის ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: თხის რძე, თხის რძის ყველი, თხის რძის ნადუღი და თხის რძის არაქი. ეს უნიკალური ნიშური პროდუქციაა, რომელსაც თავისი მყიდველი ჰყავს. შეკვეთებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწარმოებელს ტელეფონით – 593 16 40 69. მალე კი ამალეთას პროდუქცია დიღმის მასივი, ბოხუას ქუჩა #5-ში ახლადგახსნილ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.