მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ი.მ. გიორგი ტატიშვილი

ი.მ. გიორგი ტატიშვილი

კომპანიის დასახელება: ი.მ. გიორგი ტატიშვილი
მისამართი: ყაზბეგის რაიონი, სოფელი კობი
ვებსაიტი: http://pepehoney.weebly.com/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/HONEYPEPE/
საკონტაქტო პირი: გიორგი ტატიშვილი
ტელეფონი: 595 39 29 57
ელ.ფოსტა: giorgitatishvili@yahoo.com

ი.მ. გიორგი ტატიშვილი ყაზბეგის რაიონში ეწევა მეფუტკრეობას. ეს საოჯახო ბიზნესია, რომლითაც დღეს მე-3 თაობაა დაკავებული. ფუტკრის პროდუქტების წარმოებაში დასაქმებულია 15 ადამიანი. ძირითად მოსავალს იღებენ ყაზბეგში – უმაღლესი ხარისხის ალპური ზონის თაფლს და ფუტკრის პროდუქტებს. აწარმოებენთ შემდეგ პროდუქტებს: თაფლი, ფუტკრის რძე, სანთელი, ყვავილის მტვერი, თაფლის არაყი, ფუტკრის ოჯახები. პროდუქცია იყიდება ბრენდით – ფეფე.

საქართველოში კონკურენცია დიდია, ფეფეს კონკურენტული უპირატესობებია მაღალი ხარისხი და დიდი ხნის დაგროვებული ნდობა კლიენტების მხრიდან. პროდუქცია სერთიფიცირებულია. ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს წარმოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდაზე და ექსპორტზე.

ფუტკრის რძე იყიდება ინტერნეტით და აგრეთვე აქვთ ადგილზე მიტანის სერვისი თბილისის მასშტაბით. “ფეფე”-ს ალპური ზონის თაფლი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ობიექტებში:

გუდვილი
ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის 1 (დიდი დიღომი)
ქ. თბილისი, ქავთარაძის 1 (საბურთალო)
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 34 (ვაკე)
ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის 3

ფრესკო
ქ. თბილისი, გორგასალის 61 (ორთაჭალა)
ქ. თბილისი, ჩიქობავას 22 (ჩუღურეთი)
ქ. თბილისი, გობრონიძის 18 (მუხიანი)
ქ. თბილისი, კალოუბნის 9 (ვარკეთილი)
ქ. თბილისი, გურამიშვილის 64 (სანზონა)
ქ. თბილისი, გლდანი, V-VI მკ.რ. შორის
ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N2 ისა და ვაჟა ფშაველას კვეთა
ქ. თბილისი, ისანი, ჩოლოყაშვილის 46