მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილი

ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილი

კომპანიის დასახელება: ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილი, ბრენდი “Mount Hill”
მისამართი: თბილისი, მუხიანი
ვებსაიტი: http://www.mounthill.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/Geohills
საკონტაქტო პირი: ბესიკ მეგრელიშვილი
ტელეფონი: 593 57 60 07
ელ.ფოსტა: info@mounthill.ge

ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილი ავეჯის მწარმოებელია, რომელიც საქმიანობას 2012 წლიდან იწყებს, 2013 წლიდან კი სისტემატური შეკვეთების წყალობით განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის და უმაღლესი ხარისხის ავეჯის დამზადებაზე კონცენტრირდება. ასეთ ავეჯს მასალაც შესაბამისი სჭირდება, ამიტომაც გამოიყენება საუკეთესო ხარისხის ქართული ხის ნედლეული, ძირითადში ეს არის საჩხერის რაიონში მოპოვებული წიფელა. საწარმო მდებარეობს თბილისში, მუხიანში. ი.მ. ბესიკ მეგრელიშვილი ოპერირებს ბრენდით Mount Hill.

მუდმივი ხარისხია გარანტია – ეს ისაა, რასაც საწარმო ყველა თავის დამზადებულ ნივთზე ყველა დამკვეთს სთავაზობს. თუ ოდესმე რომელიმე დამზადებულ ნივთს რამე წუნი აღმოაჩნდა საგარანტიო მომსახურება იქნება საწარმოს ხარჯზე. სწორედ ამის გამო მიუხედავად იმისა, რომ წარმოება სულ რამოდენიმე წელია არსებობს, მას ფრიად სოლიდური დამკვეთები დაუგროვდა: თიბისი ბანკი, ნატალი აკადემია, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ჩუბინაშვილის ცენტრი, M2, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კახუტი ტრადიციული მეღვინეობა, საზოგადოებრივი კოლეჯი – გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი და ა.შ.

Mount Hill ბრენდით იწარმოება სამხატვრო და არქიტექტურული ინვენტარი – მოლბერტი, სახაზავი მაგიდა, სახატავი დაფა და მაღალი კლასის სხვადასხვა სახის ავეჯი – თარო, კამოდი, კარადა, მაგიდა, საწოლი, ღვინის საცავი, ცარცის დაფა, ხის გასაშლელი სავარძელი და ა.შ.. საწარმოს მომსახურებაში შედის დამზადებული ნივთის/ავეჯის ტრანსპორტირება. თქვენს გემოვნებაზე მორგებული ორიგინალური ნამუშევარი გნებავთ? ესეც შესაძლებელია!