მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > იფანი, შპს

იფანი, შპს

კომპანიის დასახელება: შპს იფანი
მისამართი: თბილისი, ქერჩის ქ. # 12
ვებსაიტი: http://www.ifani.ge/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/Ifani-კარებისა-და-ავეჯის-წარმოება-258802490916793/
საკონტაქტო პირი: გიორგი შუბითიძე
ტელეფონი: 568 98 11 00
ელ.ფოსტა: ifaniltd@gmail.com

შპს „იფანი“ ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა რომელიც ბრენდი „იფანი“-ს სახელით მომხმარებლებს სთავაზობს:

  • ხის სხვადასხვა ჯიშებისგან დამზადებულ მ.დ.ფ-ის პროფილიან და შპონირებულ კარებს;
  • კლასიკურ და მოდერნის სტილში გადაწყვეტილ ავეჯსა და რბილ ავეჯს;
  • დენმედეგ ფანჯრის რაფებს;
  • საოფისე ავეჯის ფართო არჩევანს;
  • სხვადასხვა მასალით და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ საძინებელ გარნიტურებსა და სამზარეულოებს;
  • ექსტერიერისა და ინტერიერის დამზადებას და დეკორაციებს;

შპს იფანი დაარსდა 2005 წელს. ამას წინ უძღოდა სამრეწველო და საპროექტო გაერთიანების 21 წლიანი გამოცდილება. არსებობის მანძილზე ქართულმა კომპანიამ საკუთარი ძალებით, პროდუქციის ფართო და მაღალხარისხოვანი ასორტიმენტით შეძლო დაემკვიდრებინა ადგილი ქართულ ბაზარზე. დღესაც იგი განაგრძობს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებას. კომპანიას სამუშაოები არ შეუწყვეტია ისეთ რთულ ვითარებაშიც კი, როგორებიცა 2008 წლის ომი და მსოფლიო ეკონომიური კრიზისი. მეტიც, „იფანი“ აქტიურად იყო ჩართული დევნილთა დახმარებასა და თანადგომაში.

შპს იფანი გაშლილია 3000 კვ .მ-ზე. სამუშაოები იწარმოება  იტალიური, ესპანური, თურქული და რუსულ 100-ზე მეტი მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით. მათ შორის არის ესპანური ფირმა Biesse-ის Router CNC დანადგარი. კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია ამაყია წლების მანძილზე შესრულებული სამუშაოებით. მოკლე ჩამონათვალი ასეთია: საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებული საქალაქო სასამართლოები, მათ შორის ქ. თბილისში მდებარე უზენაესი სასამართლო; ქ. თბილისის მერია; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული იუსტიციის სახლები; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო რეესტრები; ქ.თბილისში მდებარე მ. იაშვილის ბვშვთა ცენტრალური საავადმყოფო; ქ.თბილისში არსებული „შოთა რუსთაველი“-ს, ასევე კოტე მარჯანიშვილის, მიხეილ თუმანიშვილისა და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრები. ქ. თბილისში არსებული რკინიგზის საავადმყოფო; კერძო დიდი დამკვეთები: კომპანია „ორბი“; შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისი“; „ვისოლი“; „ველაჯიო“;  „ამბასადორი თბილისი“ და „ამბასადორი კაჭრეთი“ და ა.შ.

კომპანიის მიღწევებს შორის გამოირჩევა:

  • ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ 2014 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად სტატისტიკური შედეგების რანჟირების მიხედვით, საქართველოს ტოპ-7 ლიდერი საწარმოს “ჯამური ადგილი”-ს გათვალისწინებით, კომპანია იფანმა დაიკავა I ადგილი და გადმოეცა ოქროს მედალი.
  • ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის 2015 წლის ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაცია 36 ავეჯისა და სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი დანარჩენი პროდუქციის წარმოება, ტოპ-7 საწარმოების საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკური რანჟირების მიხედვით კრიტერიუმით – “მოგება/ზარალი” დაიკავა III ადგილი.

გალერეა