მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > იფანი

იფანი

ქერჩის 12, თბილისი, საქართველო
+ 995 568 981 100
ifaniltd@gmail.com
http://ifani.ge

შპს „იფანი“-ს დაარსებას 2005 წელს წინ უძღოდა სამრეწველო და საპროექტო გაერთიანების 21 წლიანი გამოცდილება. 3000 კვ.მ-ზე გაშლილ საწარმოო სივრცეში იტალიური, ესპანური, თურქული და რუსული 100-ზე მეტი მაღალ ტექნოლოგიური დანადგარით და უმაღლესი ხარისხის ნედლეულით მზადდება სხვადასხვა სახის კარი, საძინებელი, სამზარეულო, ორიგინალური ავეჯი, რბილი ავეჯი, ღვინის ჩასადები, ხის სამაგიდე, თარო და სხვა უმაღლესი ხარისხის ნაწარმი.

იფანი ქართული ბრენდია …

კომპანიის დამფუძნებელი ბნ. ზურაბ შუბითიძე წარმოშობით არის საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულიდან. ამ ულამაზეს სოფელში არის ერთი კამკამა წყარო სახელად იფნის წყარო, რომლის ირგვლივაც სულ იფნის ხეებია ამოსული. საკუთარი კუთხის სიყვარულმა თავისი გავლენა იქონია, როცა ბნ. ზურაბი ავეჯის წარმოებას აფუძნებდა. ბევრი არ უფიქრია და … აქედან იწყება ბრენდი იფანის ისტორია.

ქართული ბრენდი იფანი ამაყობს 3000 კვ.მ-ზე გაშლილი საწარმოო სივრცით. სამუშაოები იწარმოება იტალიური, ესპანური, თურქული და რუსულ 100ზე მეტი მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით. მოწინავე ტექნოლოგიები და კვალიფიციური პერსონალი შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხის გარანტია. ეს კი იმ რეპუტაციის საყრდები, რომელიც კომპანიას უკვე აქვს.