მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > პროდუქცია > [ისტორიული პრეცედენტი] ვეწვიე რესტორან საბატონს, მივირთვი გურიელის ხილის ჩაი, გადავიხადე AISI Coin-ით

[ისტორიული პრეცედენტი] ვეწვიე რესტორან საბატონს, მივირთვი გურიელის ხილის ჩაი, გადავიხადე AISI Coin-ით

დღეს ქართულ რესტორანში (საბატონი) ქართული პროდუქტი (გურიელის ხილის ჩაი) მივირთვი, ღირებულება კი ქართული კრიპტო ვალუტით (AISI Coin) გადავიხადე. ხედავთ სადამდე მივიდა საქმე?

ნაბიჯ-ნაბიჯ აგიღწერთ რა როგორ მოხდა:

გუშინ, 2018 წლის 8 ოქტომბერს …

1. ანდროიდის სმარტფონი მაქვს. Play Store-ში მოვძებნე AISI wallet. აპლიკაცია 1.4 მბ ზომისაა

2. დავაყენე უპრობლემოდ. უბრალოდ მიჰყევით ინსტრუქციებს. სხვათა შორის 27 რეკომენდაცია ჰქონდა და ყველა 5-იანი

3. დაყენებისას მომთხოვა წვდომა კამერაზე და ფოტოალბომზე. მივეცი დაშვება. დაყენდა

4. დაყენებული აპლიკაციის გახსნისთანავე მომთხოვა რეგისტრაცია. შევიყვანე მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მეილი, პაროლი და დავადასტურე.

5. ვცადე შესვლა მეილით და პაროლით არ მიიღო. უცებ პაროლის აღდგენა გავაკეთე. ახალი პაროლი მივიღე მესიჯის სახით და მისი გამოყენებით შევედი სისტემაში

6. მარჯვენა ზედა კუთხეში მენიუს ღილაკიდან (ან თითის მარჯვნიდან მარცხნივ გადახურებისას) გამოჩნდება მენიუ, საიდანაც ავარჩიე გაქართულება (3 ენის არჩევანია სულ)

7. დავაყენე პასკოდი. შედეგად აპლიკაციაში პირველად შესვლისას იხსნება ეკრანი, რომელშიც ამ პასკოდის შეყვანით ფაქტიურად უსაფრთხოების მეორე დონე ემატება. იმის შემდეგ ყოველ ჯერზე 5 სიმბოლოიან პასკოდს ვიყენებ აპლიკაციაში შესასვლელად (მეილის და პაროლის ყოველ ჯერზე შეყვანას ეს სჯობს, უფრო მალე შედიხარ)

8. მენიუ და მთლიანად აპლიკაცია არის ძალიან მარტივი, ადვილად გაუშინაურდებით. შეიძლება 3 ენაზე დააყენოთ. Default ვარიანტად ინგლისურია დაყენებული და ყოველ შესვლაზე ინგლისურს მახვედრებს მეც (ეს ცოტა მოუ მეც (ეს ცოტა მოუხერხებელი მეჩვენა)

9. იქვე მენიუშია მოცემული ანგარიშის ნომრები, სადაც უნდა ჩარიცხო ფული (ლარი ან რამოდენიმე სხვა ვალუტაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ). ანგარიშის ნომრები არის TBC ბანკის. მე 25 ლარი გადავრიცხე თიბისიში ჩემი ანგარიშიდან. ამ დროს არ ვიცოდი რა კურსით დაჯდებოდა. აპლიკაციაში კურსს უჩვენებს 0,08 USD, მაგრამ მე რომ გადავრიცხე იმ მომენტში კურსი სხვა იყო, ამიტომ 833 AISI Coin დამიჯდა. სადღაც მაქსიმუმ 1 საათი, არც კი … როგორც ჩანს ლარს რომ რიცხავ, ჯერ ავტომატურ კონვერტაციას აკეთებს დოლარში, შემდეგ კი ბირჟაზე არსებული კურსით დოლარის ექვივალენტ კრიპტოვალუტას გისვამს ანგარიშზე

დღეს, 9 ოქტომბერს …

10. ჩემი 833 AISI Coin-ით აღჭურვილი მივედი რესტორან საბატონში

11. შეუკვეთე გურიელის ჩაი, რომელიც 3 ლარი ჯდებოდა. სათანადო კურსით AISICOIN მოუწია 100 ერთეული. და გადარიცხვა ასე გავაკეთე.

12. ამ ოპერაციის შესრულების შემდეგ კი FB Live-იც გავაკეთე.

დასკვნა: მომავალი უკვე დადგა!

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"