მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ანალიტიკა > 7,8 %-ით გაიზარდა კელტური ვეფხვის – ირლანდიის ეკონომიკა 2015 წელს. როგორ?

7,8 %-ით გაიზარდა კელტური ვეფხვის – ირლანდიის ეკონომიკა 2015 წელს. როგორ?

2015 წელს ირლანდიის ეკონომიკა, რომელიც 2 წლის წინ ევროკავშირმა 67 მილiარდი ევროთი გადაარჩინა, 7,8 %-ით გაიზარდა და ეს არის ევროკავშირში ყველაზე დიდი ზრდა 2015 წელს. ერთ-ერთ ქართულ საინფორმაციო ვებსაიტზე დაწერეს, რომ 7% პროგნოზირებულის მაგივრად 26.2 %-ით გაიზარდაო და მეც დავინტერესდი ასეთი რა „ტუზი დაეცა“ ამ ქვეყანას. და გავარკვიე … არ ყოფილა მართალი ეს 26% ზრდა.

… გაითვალისწინეთ, რომ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, რომელსაც 2015 წელს მშპ აქვს 238 მილიარდი აშშ დოლარი [საქართველოზე თითქმის 17-ჯერ მეტი] ექსპორტი კი 111 მილიარდი ევრო [საქართველოზე თითქმის 70-ჯერ მეტი] … ასეთი ეკონომიკისთვის 26% ზრდა იქნებოდა სასწაულის ტოლფასი …

Business  Insider 4 მიზეზს გამოყოფს, რამაც ირლანდიის ეკონომიკა გაზარდა:

  1. 2014 წელთან შედარებით ექსპორტი თითქმის 20% გაიზარდა და 111 მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. ფარმაცევტული ნაწარმი, სამედიცინო აღჭურვილობა და კოსმეტიკა – მთავარი საექსპორტო პოზიციებია;
  2. ირლანდიელი მომხმარებლები ხარჯავენ კიდევ უფრო მეტს. 6,5 მილიონი მოსახლეობის ხარჯებმა 2015 წელს 22,6 მილიარდი ევრო შეადგინა, 2014 წელთან შედარებით 3,5 % ზრდა. აქედან 2,4 მილიარდი ევრო შეადგინა ონლაინ რითეილერებისგან შესყიდვებმა;
  3. ირლანდიის მთავრობამ ნაკლები დახარჯა, 7%-ით ნაკლები ვიდრე 2014 წელს, საიდანაც უდიდესი ნაწილი ჯანდაცვაზე და განათლებაზე [თუმცაღა არ უთითებს ხარჯის მოცულობას];
  4. ხალხს მოსწონს ირლანდიაში ინვესტირება. 2014 წელთან შედარებით კაპიტალური ინვესტიციები 28%-ით გაიზარდა. ვენჩურული ფონდების რაოდენობა გაორმაგდა [არც აქ უთითებს 2015 წლის ინვესტიციების ოდენობას];

სტატიაში ისეა გადმოცემული, რომ ირლანდიის ეკონომიკური ზრდა დიდწილად ეფუძნება საერთაშორისო ინვესტიციებს და ექსპორტს. მაგრამ არაფერია ნათქვამი ირლანდიელების პატრიოტულ დამოკიდებულებაზე, რის გამოც ისინი თავის პროდუქციას ანიჭებენ უპირატესობას და რომელსაც ჩვენ ცალკე სტატიაში განვიხილავთ.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”