მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ინო-ლაბი, შპს

ინო-ლაბი, შპს

ბოჭორმის 8, თბილისი, საქართველო
(+995) 32 2 033 233
sales@elixir.ge, contact@elixir.ge
www.elixir.ge
FB / ელექსირი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

შპს “ინო-ლაბი” დაფუძნდა 2017 წლის დეკემბერში და წარმოადგენს TS ჰოლდინგის შვილობილ კომპანიას. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ევროპული ტექნოლოგიით წარმოებული “წყალი სიცოცხლისთვის – ელექსირის” ჩამოსხმა. “ელექსირი” მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური, ადამიანებისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა, რომლის წარმოების ტექნოლოგია კომპანიის ავსტრიელი პარტნიორებისაგან იქნა შესწავლილი. პროდუქტს მინიჭებული აქვს InfoXgen სერტიფიკატი, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიაა ევროპაში ბიო პროდუქტების წარმოების დარგში.

“ელექსირი” ეს არის ევროპული ტექნოლოგიით საქართველოში ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე დამზადებული ხსნარი ბიო პროდუქტების საწარმოებლად. ინოვაციური პროდუქტი “ელექსირი” შექმნილია ელექტროაქტივირებული წყლის საფუძველზე, რომელიც ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის მაღალი მნიშვნელობის გამო, ეფექტურად ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებს და იწვევს მათ მყისიერ განადგურებას, არის ზრდის სტიმულატორი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა – დამზადებულია საქართველოში.

ამ ეტაპზე წარმოებაშია სოფლის მეურნებისათვის განსაზღვრული 9 პროდუქტი:
ელექსირი ვაზისთვის;
ელექსირი მსხვილფეხა საქონლისთვის;
ელექსირი თევზისთვის;
ელექსირი ხეხილისთვის;
ელექსირი მარცვლეული კულტურებისთვის;
ელექსირი კარტოფილისთვის;
ელექსირი სასათბურე კულტურებისთვის;
ელექსირი მეღორეობისთვის;
ელექსირი მეფრინველეობისთვის;

უახლოეს მომავალში იგეგმება ჯანდაცვის კუთხით გაფართოება და 5 ახალი პროდუქტის წარმოება:
– ელექსირი ზედაპირებისათვის;
– ელექსირი ხელის ჰიგიენისათვის;
– ელექსირი კოღოების საწინააღმდეგოდ;
– ელექსირი წყლის დეზინფექსიითვის;
– ელექსირი აუზების დეზინფექციისთვის;

სამომავლოდ იგეგმება ბევრი სიახლე და წარმოების არეალის გაფართოვება, ყოველდღიურ ცხოვრებაში “ელექსირი”-ს აქტიური ჩართულობა ხელის ჰიგიენისათვის, წყლის დეზინფექციისთვის თუ “ელექსირი”, როგორც სასმელი წყალი, რომელიც გამაჯანსაღებელი და სასარგებლო მინერალებით იქნება დატვირთული.