მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > [იძებნება ინვესტორი] 700,000 USD ინვესტიცია მომგებიან საქმეში
სამაცივრე

[იძებნება ინვესტორი] 700,000 USD ინვესტიცია მომგებიან საქმეში

გაქვთ ფული?
გსურთ რეალურად მომგებიანი ინვესტიცია განახორციელოთ საქართველოში?
თუ ასეა …

მოცემული საინვესტიციო პროექტი კონკრეტულად ჩემი [ტარიელ ზივზივაძე] შედგენილი ბიზნეს გეგმაა. გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის პროექტისათვის საჭირო ინვესტიციის ნახევარის უკვე მოძიებაში. მაგრამ კიდევ საჭიროა დაახლოებით 700,000 USD ინვესტიცია, რომ პროექტის განხორციელება დაიწყოს.

პროექტია უაღრესად მომგებიანია. 1,4 მილიონი USD ინვესტიციის შედეგად პროექტი break-even-ს მესამე წლის ბოლოს აღწევს ინვესტორისთვის ფრიად მიმზიდველი სარგებელის გათვალისწინებით. დეტალები ღიაა მოლაპარაკებისათვის.

მოკლე რეზიუმე

პროექტის მიზანია შეიქმნას ევროპული სტანდარტის ხილის და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობა, რომელიც: 1) სეზონზე [მოსავლიანობის პერიოდში] საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიძენს დიდი ოდენობით კონკრეტულ ხილსა და ბოსტნეულს [პირველ, 2016 წელს 1000 ტონამდე], 2) გადაარჩევს და შეინახავს მას 4 იზოლირებულ სამაცივრე კამერაში და 3) არასეზონზე ბაზარზე გაიტანს ხილსა და ბოსტნეულს საქართველოს სხვადასხვა ბაზარზე და ექსპორტზე.

პროექტის განმხორციელებელია ქუთაისში ამ ბიზნესში 20 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია. იგი დაინტერესებულია მოიზიდოს ინვესტორი, შექმნას ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობა, გააფართოვოს უკვე არსებული ბიზნესი და ამ გზით ჩაანაცვლოს საქართველოში ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი. კომპანიას ამ მომენტისთვის უკვე გააჩნია მოქმედი სამაცივრე მეურნეობა ქუთაისში, სადაც დღეს არსებულ 1340 მ3 სამაცივრე სივრცეში გაყინული პროდუქციის ბრუნვა წელიწადში 2500 ტონამდეა, მათ შორის ხილის და ბოსტნეულის ბრუნვა 100 ტონამდეა.

თუ ფული გაქვთ და რეალურ საქმეში ჩადების ინტერესიც გაქვს, დამიკავშირდით – 577 73 79 64 და 1) მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას პროექტის მომგებიანობის შესახებ, 2) დაგაკავშირებთ პროექტის განმხორციელებელ ორგანიზაციასთან.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"