მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ინგლისური აგური
ინგლისური აგური

ინგლისური აგური

შპს ”სტოუნ არტ” 2007 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ბრენდით STONEART ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს დეკორატიულ ქვას ინტერიერისა და ექსტერიერისათვის. ქვის ტიპი და ფერთა გამა პრაქტიკულად შეუზღუდავია. დეკორატიული ქვა შეიძლება დამზადდეს კატალოგის მიხედვით ან ინდივიდუალური შეკვეთის შესაბამისად. 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის პროდუქციის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მიერ გამოშვებული მასალები.

ინგლისური აგური “სტოუნ არტ”-ის მიერ წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქციაა ზომით 23 x 7 x 2. კვადრატულ მეტრში თავსდება 62 ცალი. ტრანსპორტირება ხდება ხის პალეტებით. შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა ფერში. პროდუქცია შეიძლება დამზადდეს ოვალური და ბრტყელი კედლისთვის, ასევე კუთხეებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და/ან შეკვეთის გასაფორმებლად დაუკავშირდით შპს “სტოუნ არტ”-ს.