მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ივერია

ივერია

გუდაუთის 7, თბილისი, საქართველო
+ 995 32 2340465
info@iveria-jsc.com
FB/სააქციო საზოგადოება ივერია

ქართული პარფიუმერულ-კოსმეტიკური ფაბრიკა (პკფ) „ივერია“ 1959 წელს დაარსდა. ეს იყო ამ დარგის პირველი და ერთადერთი საწარმო ამიერკავკასიაში.

კომპანიის სიმბოლო, „სამოთხის ჩიტი“, საწარმოს დაარსებისთანავე შექმნა „ივერია“-სათვის. დღეს ეს არის კომპანიის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.

დაარსების პირველ წლებში ფაბრიკის მიერ წარმოებული პროდუქტი იყო მხოლოდ პარფიუმერული ნაწარმი (ოდეკოლონი, სუნამო). მოგვიანებით, 1966 წლიდან, პარფიუმერულ პროდუქციას კოსმეტიკური ნაწარმიც დაემატა (მათ შორის კანის ლოსიონი, შამპუნი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, თმის ნატურალური საღებავი).

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ფაბრიკამ დაიწყო ადგილობრივი მცენარეული ნედლეულისა და ქართული მინერალური წყლების (ლუგელა, ბიისი, ნუნისი, თბილისის გოგირდოვანი წყალი, ასკანის თიხა და სხვათა) გამოყენება ნედლეულის სახით ახალი ტიპის პროდუქციის წარმოებისათვის. მათ შორის იყო კბილის პასტა “ლუგელა”, კბილის პასტა „ბიისი“, ფეხის კრემი “ნუნისი”, შამპუნი ინით და სხვა.

1992 – 1993 წლებში პკფ “ივერია”-მ და ფრანგულმა კომპანიამ “ნატალი ერგინი” შექმნეს ერთობლივი პროდუქტი შამპუნის სერიის სახით (შამპუნები: “ფიჭვის”, “მანგოს” და “ქოქოსის”).

სს “ივერია”-სპროდუქციის ძირითად ასორტიმენტს შეადგენს თმის მოვლის საშუალებები (შამპუნი, თმის ბალზამი, თმის კონდიციონერი, თმის კრემ-გელი), კანის მოვლის საშუალებები (ხელის კრემი, საბავშვო კრემი, გაპარსვის შემდგომი კრემი, ფეხის კრემი, ლოსიონი), პარფიუმერია (ოდეკოლონი, სუნამო, ტუალეტის წყალი).

2011 წლიდან სს „ივერია“-მ დაიწყო ახალი პროდუქციის შემუშავება. 2011 წლიდან დღემდე შექმნილია 7 ახალი სახეობის პროდუქტი, რომელთაგან ზოგიერთი (თხევადი საპონი, თმის კონდიციონერი, თმის ბალზამი, თმის კრემ-გელი) კომპანიაში პირველად იქნა წარმოებული.