მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ივერია ტექს, შპს

ივერია ტექს, შპს

ბერი გაბრიელ სალოსის 149, 0113 თბილისი, საქართველო
+ 995 599 585 000, +995 322 273136
iveriauniforms@gmail.com
http://iveria.ge

ბრენდი “Iveria Uniforms”-ს დაარსდა 1990 წელს ყოფილი „ისნის სამკერვალო ფაბრიკის“ ბაზაზე, რომელიც 1936 წლიდან ფუნქციონირებდა. ფაბრიკის მთავარი განყოფილებებია სამკერვალო, საქარგავი და სარეკლამო. ფაბრიკის წარმოების მთავარ პროდუქტს წარმოადგენს სპეც-ტანსაცმელი. ამჟამად, „ივერია ტექსს“ დამუშავებული აქვს ტანსაცმლის 500-ზე მეტი მოდელი. კომპანია ასევე ახორციელებს ფეხსაცმლისა და დამცავი საშუალებების იმპორტსაც.

ბაზარზე შემოსვლისთანავე ფაბრიკამ სწრაფი განვითარება დაიწყო. 2006 წლიდან დაინერგა მართვის თანამედროვე სისტემები და მთავარ პრიორიტეტად მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება განისაზღვრა. 2002-2009 წლები შემოსავლებისა და ზრდის მიხედვით ფაბრიკისთვის ყველაზე წარმატებულ პერიოდს წარმოადგენდა. კომპანიის საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 30-40% აღწევდა. 2009 წლიდან შპს “ივერია ტექს“- მა გააფართოვა წარმოება და სამოქალაქო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დამზადება დაიწყო.

კომპანიას გააჩნია ISO 9001:2000 სერტიფიკატი, რომელიც მას მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულმა რეგისტრატორმა – IQNet-მა მიანიჭა. აღნიშნული სერთიფიკატის განახლება მოხდა 2007 წელს. გარდა ამისა, 2006 და 2007 წლებში შპს “ივერია” გახდა “ქართული ხარისხის” ნიშნის მფლობელი. 2012 წელს „ივერია“ გახდა International ARCH of EUROPE-ის გამარჯვებული.