მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ივერია, სს

ივერია, სს

გუდაუთის 7, თბილისი, საქართველო
+ 995 32 2340465
info@iveria-jsc.com
FB/სააქციო საზოგადოება ივერია

სააქციო საზოგადოება ივერია არის პარფიუმერული და კოსმეტიკური წარმოება. პირველი ქართული პარფიუმერულ კოსმეტიკური ფაბრიკა (პკფ) “ივერია” 1959 წელს დაარსდა თბილისში, საქართველო. ეს იყო ამ დარგის ერთადერთი საწარმო ამიერკავკასიაში.

„ივერია“ 1966 წლამდე საქართველოს სსრ კვების მრეწველობის „საქეთერზეთი“-ს ტრესტის შემადგენლობაში შედიოდა. 1967 წლიდან ის სსრკ საკავშირო დაქვემდებარებაში გადავიდა.

1992 – 1993 წლებში პკფ “ივერია”-მდაფრანგულმაკომპანიამ “ნატალიაერგინი” შექმნეს ერთობლივი, ქართულ-ფრანგული საწარმო – „კრეატივ პარფიუმს“-ი, რომლის წარმოებაც თბილისში, „ივერია“-ს ბაზაზე იყო გაშლილი. 1996 წელს პკფ “ივერია”-ს ბაზაზე დაარსდა სააქციო საზოგადოება “პკფ ივერია”.

2003 წელს რესტრუქტურიზაციის შემდეგ დაარსდა სააქციო საზოგადოება “ივერია” (სს “ივერია”).

სს “ივერია”-სპროდუქციის ძირითად ასორტიმენტს შეადგენს თმის მოვლის საშუალებები (შამპუნი, თმის ბალზამი, თმის კონდიციონერი, თმის კრემ-გელი), კანის მოვლის საშუალებები (ხელის კრემი, საბავშვო კრემი, გაპარსვის შემდგომი კრემი, ფეხის კრემი, ლოსიონი), პარფიუმერია (ოდეკოლონი, სუნამო, ტუალეტისწყალი).

სს “ივერია” წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის დიდ ნაწილს ცნობილი ევროპული კომპანიებისაგან იღებს; სამკურნალო მცენარეების ნაყენებს, მინერალურ წყლებსა და ეთერზეთებს ადგილობრივი კომპანიებისაგან; პლასტმასის და მინის ფლაკონებს – ჩინეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და ადგილობრივი კომპანიებისაგან; ტუბებს – თურქეთიდან; სს “ივერია”-ს საკუთარი პლასტმასის საამქრო გააჩნია.

სს “ივერია”-ს შეუძლია წელიწადში აწარმოოს სხვადასხვა სახეობის 480-500 ტონა შამპუნი და თხევადი საპონი, 250 ტონა კოსმეტიკური კრემი, 360000 ცალი სხვადასხვა დასახელების ოდეკოლონი და ლოსიონი.
კომპანიაში მუდმივად მიმდინარეობს ნედლეულის, დამხმარე მასალების, ტექნოლოგიური პროცესების, მზა პროდუქციის შეფუთვა – შენახვისა და ტრანსპორტირების ოპერაციული და შერჩევითი კონტროლი.

სს “ივერია”-ს პროდუქციის გავრცელების ადგილი არის საქართველოს პარფიუმერულ-კოსმეტიკური ბაზარი. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით პროდუქციის გაყიდვების წილი ამ დარგის ადგილობრივი გაყიდვების 30 % -ს შეადგენს. სს “ივერია”-ს პროდუქცია ხელმისაწვდომია სააფთიაქო ქსელებში, სუპერმარკეტებში, საყოფაცხოვრებო საშუალებებით მოვაჭრე მაღაზიებსა და ბაზრობებზე.

2014 წელს ჰოლანდიური სამთავრობო ორგანიზაციის – PUM NETHERLANDS SENIOR EXPERTS – საქართველოს წარმომადგენლობის დახმარებით განხორციელდა სპეციალისტის, გლინ შორის ვიზიტი სს „ივერია“-ში. ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა კომპანიის სპეციალისტებს გაუწია კონსულტაცია რეცეპტურების, ტექნოლოგიური პროცესების, პროდუქციისა და წარმოების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებში.

2015 წელს სს „ივერია“ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა 2 ოქროს მედლით დააჯილდოვა (დარგის ლიდერი 2015; გამ. NBR-1027, 17.04.2015) სს „ივერია“-მ 2015 წლიდან კომპანია აქტიურად მონაწილეობს საქართველოში გამართულ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში (2015-2016 წწ, სილამაზის, მოდის და სამკაულების გამოფენა, ექსპო ჯორჯია; 2016 წ, ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი, ბიზნეს ცენტრი ქარვასლა).

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...