მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თხის რძის ყველი

თხის რძის ყველი

ინდ. მეწარმე ლიანა დემეტრაშვილი 2011 წელს თბილის ქალაქიდან თეთრიწყაროს რაიონში გადასახლდა და თხების ფერმა მოაშენა. დაიწყო 15 თხით ამჟამად კი მცირე ფერმა 50 სულ თხას აჭარბებს. სოფლად ცხოვრება თავიდან გაუჭირდა, მაგრამ დღეს უკვე ამაყია, რომ მეურნეობაც წელში გამართულია და ღვთის წყალობით გაყიდვებიც ნელა, მაგრამ იზრდება. მთავარი კი ისაა, რომ სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ნელ-ნელა ავითარებს მეურნეობას, რომელიც უნიკალურ პროდუქციას იძლევა და მრავალი კუთხითაა სასარგებლო მისი მომხმარებლისთვის. ქალბატონ ლიანას ფერმაში წარმოებული თხის რძე და მისგან დამზადებული პროდუქცია ბაზარზე ბრენდი “ამალთეა“-ს სახელწოდებით ხვდება.

თხის რძის ყველი ამალთეას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნიშური პროდუქტია, რომელიც ფასით ძროხის ყველს აღემატება, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებების გამო მაღალ მოთხოვნადია სპეციფიკურ სეგმენტში.

ამალთეა თხის რძის პროდუქციის ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: თხის რძე, თხის რძის ყველი, თხის რძის ნადუღი და თხის რძის არაქი. ეს უნიკალური ნიშური პროდუქციაა, რომელსაც თავისი მყიდველი ჰყავს. შეკვეთებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწარმოებელს ტელეფონით – 593 16 40 69. მალე კი ამალეთას პროდუქცია დიღმის მასივი, ბოხუას ქუჩა #5-ში ახლადგახსნილ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.