მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თხის რძე

თხის რძე

ინდ. მეწარმე ლიანა დემეტრაშვილი 2011 წელს თბილის ქალაქიდან თეთრიწყაროს რაიონში გადასახლდა და თხების ფერმა მოაშენა. დაიწყო 15 თხით ამჟამად კი მცირე ფერმა 50 სულ თხას აჭარბებს. სოფლად ცხოვრება თავიდან გაუჭირდა, მაგრამ დღეს უკვე ამაყია, რომ მეურნეობაც წელში გამართულია და ღვთის წყალობით გაყიდვებიც ნელა, მაგრამ იზრდება. მთავარი კი ისაა, რომ სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ნელ-ნელა ავითარებს მეურნეობას, რომელიც უნიკალურ პროდუქციას იძლევა და მრავალი კუთხითაა სასარგებლო მისი მომხმარებლისთვის. ქალბატონ ლიანას ფერმაში წარმოებული თხის რძე და მისგან დამზადებული პროდუქცია ბაზარზე ბრენდი “ამალთეა“-ს სახელწოდებით ხვდება.

ამალთეას წარმოებული თხის რძე უნიკალური პროდუქტია, რომელსაც მრავალი უნიკალური თვისება გააჩნია. თხის რძის სასარგებლო თვისებები უძველესი დროიდან არის ცნობილი. ძველ რომსა და საბერძნეთში მას ელენთის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეების ექიმი ავიცენა თხის რძეს სამკურნალო სითხედ მიიჩნევდა. ჰიპოკრატე თხის რძეს თვლიდა ტუბერკულოზის სამკურნალო უტყუარ საშუალებად. ფართოდ ცნობილი შვეიცარიული ყველის მრავალი სახეობა ძროხისა და თხის რძეთა ნარევისგან მზადდება.

11 მიზეზი თხის რძის სასარგებლოდ:

  1. თხის რძეში ძროხისაზე გაცილებით მეტია სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის – ასკორბინის მჟავას (ჩ ვიტამინს), რეტინოლს (A ვიტამინს), თიამინს (B1 ვიტამინს), რიბოფლავინს (B2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (B12 ვიტამინს).
  1. თხის რძე შეუცვლელია კუჭისა და მხედველობის ორგანოს დაავადებათა დროს, დიათეზისა და ძვლოვანი ქსოვილის დემინერალიზაციის პროცესში.
  1. სხვა ცხოველების რძესთან შედარებით მას მრავალი უპირატესობა აქვს. მაგალითად, მასში ძროხის რძეზე გაცილებით მეტია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. გარდა ამისა, ძროხის რძესთან შედარებით თხის რძეში 6-ჯერ მეტი კობალტია, რომელიც შედის B12 ვიტამინის შემადგენლობაში, რაც ხელს უწყობს ჰემოგლობინის აწევას.
  1. თხის რძეს ზოგიერთი სპეციალისტი ქალის რძესაც კი ადარებს, რადგან მასში ბევრია ბეტა-კაზეინი.
  1. თხის რძე აუცილებელია რაქიტით დაავადებული ბავშვებისთვის. ის შეიცავს სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანიზმის ბუნებრივი ბარიერული სისტემის სტრუქტურაში. თხის რძის ცილების უმრავლესობა ალბუმინებითაა წარმოდგენილი. ალბუმინები უკეთ ურთიერთქმედებს კუჭის წვენთან, იოლი ასათვისებელია და არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ დარღვევებს.
  1. თხის რძის კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ ნაკლებცხიმიანია. ცხიმების შემცველობა მასში 4%-მდე მერყეობს. ეს 4%-იც კი სრულად აითვისება და, რაც მთავარია, არ გროვდება ორგანიზმში.
  1. თხის რძე ლაქტოზის მცირე შემცველობით გამოირჩევა. ძროხის რძეში – დაახლოებით 13%-ით, დედის რძეში კი 41%-ით მეტი ლაქტოზაა, ვიდრე თხის რძეში, ეს კი მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ლაქტოზის აუტანლობა აქვს. ამასთან, თხის რძით გამოწვეული დიარეის შემთხვევები პრაქტიკულად გამორიცხულია.
  1. სახალხო მედიცინა თხის რძეს მნიშვნელოვან როლს და ურჩევს მოზრდილებს და ბავშვებს კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, სასუნთქი გზების დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ალერგიის, ეგზემის და სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს.
  1. თხის რძე ბაქტერიციდულია და კლავს მავნე მიკროფლორას. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებსაც არ შეიცავს ძროხის რძე, რისი წყალობითაც აუდუღარი რძე არ მჟავდება ოთახის ტემპერატურაზე 3 დღის განმავლობაში, მაცივარში კი – 1 კვირა. ამის გარდა თხის რძე ხელს უწყობს ზედმეტი ქოლესტერინის გაწოვას.
  1. თხის რძე რაქიტიან ბავშვებს ის უფრო სწრაფად აყენებს ფეხზე, ვიდრე ძროხის რძე, ვინაიდან შეიცავს მეტ სიალის მჟავას, რომელიც შედის ორგანოზმის იმუნიტეტის ბარიერების სტრუქტურაში.
  1. 100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორიაა.

ამალთეა თხის რძის პროდუქციის ბრენდია, რომელიც ამ ეტაპზე აწარმოებს შემდეგ პროდუქციას: თხის რძე, თხის რძის ყველი, თხის რძის ნადუღი და თხის რძის არაქი. ეს უნიკალური ნიშური პროდუქციაა, რომელსაც თავისი მყიდველი ჰყავს. შეკვეთებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მწარმოებელს ტელეფონით – 593 16 40 69. მალე კი ამალეთას პროდუქცია დიღმის მასივი, ბოხუას ქუჩა #5-ში ახლადგახსნილ მაღაზიაში იქნება ხელმისაწვდომი.