მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > თქვენ იპოვეთ Kar.ge ხარისხი

თქვენ იპოვეთ Kar.ge ხარისხი

ქართულია & kar.ge-ა!

ჩემი ბავშვობის სამომხმარებლო ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი ზუგდიდის მხედრიონელებით სავსე ქუჩებზე გაბნეულ სავაჭრო ჯიხურებს უკავშირდება. კარგი გადაწყვეტილების მიღება გულისხმობდა უცხო ენაზე დატანებულ ეტიკეტიანის ამორჩევას. ლაიტმოტივი – ქართული არ ვარგა, როგორც სწორი სამომხმარებლო ქცევის მეტრი, წლებთან ერთად მყარდებოდა და სულ უფრო მრავლის და ყველას მომცველი ხდებოდა.

დღეს მხოლოდ მომხმარებელი აღარ ვარ. არცთუ იშვიათად დახლზე ვირჩევ იმას, რის წარმოებაშიც ჩემი შრომაც დევს. წლების მანძილზე ქართული ბიზნესი იბრძვის ხარისხის ნიშნის მოსაპოვებლად არა მარტო საწარმოო ჯაჭვზე, არამედ ჩვენს ცნობიერებაში. ჩვენ ის მომხმარებელი ვართ, რომელმაც ცუდად წარმოებული ქართულის გარემოცვაში ირწმუნა „ძვირი უფრო ხარისხიანია“ პრინციპის უტყუარობა და იმპორტული გააფეტიშა. ახლა ვიცი, რომ ეს სტერეოტიპი ქართველი მწარმოებლის პრობლემაა.

დღეიდან, მე – რიგითი მომხმარებელი, Kar.ge-ის ენთუზიასთებთან ერთად ჩვენს სამომხმარებლო აღმოჩენებს გაგანდობთ და მოგიწოდებთ გახდეთ პროქართული მომხმარებელი, რადგან ქართული უკვე კარგია და თქვენ ამის აღმოჩენით შანსს აძლევთ ქართულ წარმოებას – გახდეს საუკეთესო.

დროა თქვენც იყოთ ქართულის თავდაჯერებული მყიდველი: რაც თქვენ იპოვეთ არის Kar.ge!

ავტორი: ნონა ხუჯაძე

ნონა ხუჯაძე