მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თიდაზინი

თიდაზინი

წინამძღრიშვილის 86, თბილისი, საქართველო
+ 995 579 26 06 36
tidazini@gmail.com
FB/თიდაზინი

ქართული პრეპარატი “თიდაზინი” ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოა, რომელსაც შპს “თამარი” საქართველოში ბუნებრივი ნედლეულისგან უკვე 20 წელზე მეტია აწარმოებს. მას “დარჩიას მალამო”-ს სახელმწოდებითაც იცნობენ.

თიდაზინი ქართული ფარმაცევტული ბრენდია, რომელმაც თავისი შედეგიანობით უკვე დაიმკვიდრა სახელი მომხმარებლებში.

ლოგო და შეფუთვა იდეალურად აერთიანებენ პრეპარატის ბუნებრიობას და ადამიანებისათვის მის სარგებლიანობას. წარმატებული ბრენდის უკან მრავალწლიანი განვითარების პროცესია. თიდაზინი ამართლებს თავის სლოგანს – “თიდაზინის პირობა, მოგიშუშოს ჭრილობა”. შედეგად მის უკან ათასობით კმაყოფილი მომხმარებელია.

პრეპარატი გამოიყენება ჭრილობების, ჩირქოვანი პოსტოპერაციული ჭრილობების, დამწვრობების, საშვილოსნოს ყელის ეროზიის, გამოყელვის, ნაწოლების, ჰემოროიდული კვანძების, მასტიტის სამკურნალოდ. პრეპარატის შეძენა შესაძლებელია სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით. იყიდება ბრენდირებულ 30 გრამიან შეფუთვებში.