მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > სიახლე > თბილისობა 2018 ფოტოებში. რიყე. ქართული ნაწარმის ფოტოები

თბილისობა 2018 ფოტოებში. რიყე. ქართული ნაწარმის ფოტოები

თბილისობას გილოცავთ 🙂

6-7 ოქტომბერი ნამდვილი ზეიმი გამოდგა ყველა იმ მცირე ბიზნესისათვის, რომელსაც ან რიყეზე, ან რუსთაველზე ან მეიდანზე ჰქონდა თავისი სტენდი მოწყობილი. ვისაც არ ვესაუბრე, ყველა კმაყოფილი იყო იქ ყოფნით და გაყიდვებით. ამ საქმეში თბილისის მერიას და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ნამდვილად დიდი მადლობა ეკუთვნის.

აქვე აღვნიშნავ, რომ რუსთაველზე დაახლოებით 50-მდე მცირე ბიზნესი იყო წარმოდგენილი, მეიდანზეც დაახლოებით ამდენივე, რიყეზე ალბათ არაუმეტეს 40. ეს იქედან ვიცი, რომ დღეს საექსპორტო კატალოგები დავარიგე და თან გადავთვალე.

ცალკე აღვნიშნავ გემოვანი ბაზარს, რომელიც კერძო ინიციატივაა და მეიდანზე, ქარვასლის წინ ჩატარდა.

თბილისობა რიყეზე, 2018 წლის 7 ოქტომბერი

Posted by მოძრაობა KAR.GE on კვირა, 07 ოქტომბერი, 2018

გამიკვირდა მხოლოდ ერთი:

ბევრი მცირე ბიზნესი სამივე ადგილას (რიყე, მეიდანი, რუსთაველი) იყო წარმოდგენილი. მეტიც, ზოგს რიყეზეც კი რამოდენიმე წერტილიც კი ჰქონდა. არ ვიცი ეს ორგანიზატორების მინუსად ჩავთვალო თუ მწარმოებლების მხრიდან ინტერესის ნაკლებობას დავაბრალო.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"