მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თაფლი

თაფლი

სოფელი ქვემო ალვანი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, საქართველო
+995 555 25 49 49, +995 599 779 940
jaadze79@gmail.com
FB / ჯააძის თაფლი

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

შეკვეთა შეგიძლიათ აქვე. დააწკაპუნეთ ...

სახელი & გვარი & ორგანიზაცია

ელ. ფოსტა

მობილური

გთხოვთ აღწერეთ რისი შეკვეთა გნებავთ, რამდენის და როდისთვის?

დიდი მადლობა შეკვეთის ფორმით სარგებლობისათვის.

“ჯააძის თაფლი” 2017 წელს შექმნილი მეფუტკრეობის ქართული ბრენდია, რომელიც ახმეტის რაიონის ალპურ ზონაში უმაღლესი ხარისხის თაფლს და ფუტკრის პროდუქტების სრულ სპექტრს აწარმოებს და ამით აგრძელებს მრავალწლიან ოჯახურ ტრადიციას, ოღონდ უკვე ორიგინალური სახელით, რომელსაც ზურგს უმყარებს უმაღლესი ხარისხის ნაწარმი.

“ჯააძის თაფლი” აწარმოებს ფუტკრის პროდუქტების სრულ სპექტრს. თაფლის და სხვა ფუტკრის პროდუქტების (ჭეო, დინდგელი, სანთელი და ა.შ.) წარმოება ხდება ალპურ ზონაში, სადაც პროდუქტის განსაკუთრებულ თვისებებს სწორედ ის გარემო განაპირობებს, სადაც გამრჯე ფუტკრები ირჯებიან. საფუტკრე მდებარეობს შირაქის, კერძოდ სოფელ კასრისწყლის მიმდებარედ, ვილიჩასა და ვაშლოვანის ნაკრძალებს შორის. ადგილი ეკოლოგიურად სუფთაა და სწორედ ეს განაპირობებს თაფლის უმაღლეს ხარისხს. მიღებული ფუტკრის პროდუქტები ნამდვილი განძი და აღმოჩენაა თითოეული ადამიანისათვის, რომელისთვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესი მართლაც რომ წესია. უშუალოდ თაფლის წლიური წარმადობა 3 ტონაზე მეტია. პროდუქცია მაღალი ხარისხისაა და ფასიც შესაბამისი აქვს.

პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ სუპერმარკეტ ჯორჯიტაში, ასევე მაღაზია “#მხოლოდქართული”, რომელიც თბილისში, მიცკევიჩის 20-ში მდებარეობს. შეგიძლიათ ასევე დაუკავშირდეთ უშუალოდ ოჯახს და პროდუქტს მოგიწვდიან ადგილზე.

ბუნება, სადაც ფუტკრები შრომობენ

ჯააძის თაფლის წარდგენა IFFE 2017-ზე სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს

ჯააძის თაფლის წარდგენა ახალი პროდუქციის ფესტივალზე 2017 წლის 22-23 დეკემბერს

ალპური ზონის ჯანსაღი ბუნების საჩუქარი – ჯააძის თაფლი თქვენი ჯანმრთელობისათვის!