მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული პროდუქცია! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით აძლიერებ ქართულ ბიზნესს, ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თარო
თარო

თარო

შპს „იფანი“ დაარსდა 2005 წელს. ამას წინ უძღოდა სამრეწველო და საპროექტო გაერთიანების 21 წლიანი გამოცდილება. არსებობის მანძილზე ქართულმა კომპანიამ საკუთარი ძალებით, პროდუქციის ფართო და მაღალხარისხოვანი ასორტიმენტით შეძლო დაემკვიდრებინა ადგილი ქართულ ბაზარზე. იგი დღესაც განაგრძობს უახლესი ტექნოლოგიების ათვისებასა და განვითარებას. შპს იფანი გაშლილია 3000 კვ.მ-ზე. სამუშაოები იწარმოება  იტალიური, ესპანური, თურქული და რუსულ 100ზე მეტი მაღალ ტექნოლოგიური დანადგარებით. მათ შორის არის ესპანური ფირმა Biesse-ის Router CNC დანადგარი.

შპს „იფანი“-ს პროდუქციაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სხვადასხვა ტიპის თაროებს. იფანში თაროებს დაგიმზადებენ თქვენი შეკვეთით და იმ მასალით, რომელიც გირჩევნიათ. მაგალითად თარო მდფ-ით, ლამინატით, დვპ-თი და მასიური ხისგან. თითოეულ მასალას თავისი უპირატესობები და შეზღუდვები აქვს. რა თქმა უნდა ფასი დამოკიდებულია შემკვეთის სურვილზე, ზომებზე, მასალაზე და ა.შ. პროდუქციის საორიენტაციო ნიმუშები იხილეთ ქვემოთ.

დამკვეთს ყოველთვის ურჩევნია რამე უნიკალური, რომელიც სპეციალურად მისთვისაა დამზადებული. შპს “იფანი”-ს მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას იძლევა ყველაზე პრეტენზიული მოთხოვნაც კი დაკმაყოფილდეს.