მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თამარი, შპს

თამარი, შპს

წინამძღრიშვილის 86, თბილისი, საქართველო
+ 995 579 26 06 36
tidazini@gmail.com
FB/თიდაზინი

ქართული პრეპარატი “თიდაზინი” ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი და დამწვრობის საწინააღმდეგო მალამოა, რომელიც შპს “თამარი” საქართველოში ბუნებრივი ნედლეულისგან უკვე 20 წელზე მეტია აწარმოებს.

თიდაზინი ქართული ფარმაცევტული ბრენდია, რომელმაც თავისი შედეგიანობით უკვე დაიმკვიდრა სახელი მომხმარებლებში. ხშირად მას “დარჩიას მალამო”-ს სახელმწოდებით იცნობენ.

პრეპარატი გამოიყენება ჭრილობების, ჩირქოვანი პოსტოპერაციული ჭრილობების, დამწვრობების, საჩვილოსნოს ყელის ეროზიის, ჰემოროიდული კვანძების, მასტიტის სამკურნალოდ. ახასიათებს ეპითელური ქსოვილის სწრაფი რეგენერაცია და გრანულაციური ქსოვილის განვითარება. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აჩქარებს შეხორცების პროცესს. გვერდითი მოვლენები დადგენილი არ არის.

პრეპარატის შეძენა შესაძლებელია ავერსის აფთიაქების ქსელში საქართველოს მასშტაბით. იყიდება ბრენდირებულ 30 გრამიან შეფუთვებში.

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...