მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > თათარა მოხალული ნიგვზით

თათარა მოხალული ნიგვზით

ნუშის 7, 0178 თბილისი, საქართველო
+995 593 58 38 20
grape.geo@gmail.com
FB/tatara.ge

2015 წელს დაფუძნებული შპს “გრეიფი” ადგილობრივი ნედლეულით ინოვაციურ ფორმაში და თანამედროვე სტანდარტების შეფუთვაში აწარმოებს ყველასათვის საყვარელ თათარას 6 სახეობას. პროდუქცია გამიზნულია როგორც ქართული ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.

თეთრი თათარა მზადდება რქაწითელის ყურძნის წვენით, ხოლო წითელი – საფერავის ყურძნის წვენით. თავად პროდუქტი დიზაინით ძალიან წააგავს ბუნებრივ ანალოგს, რომელშიც მოთავსებულია შესაბამისი ნაყოფი. შეფუთვაზე ნათლად ჩანს მისი შიგთავსი, რაც ამ ტიპის პროდუქტისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. შეფუთვაში პროდუქცია განთავსებულია ორ ფენად და ისინი გაყოფილია მუყაოს ფურცლით. ასევე, შეფუთვაშია ორი ცალი ხის ჩხირიც (ასორტის შემთხვევაში ოთხი), რომელთა მეშვეობით შეგიძლიათ მოხერხებულად მიირთვათ. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია.

თათარა მოხალული ნიგვზით
კოდი: 4860110210036
NET წონა: 140 გრ.
# შეფუთვაში: 20 ც.
შეფუთვის ზომა: 7x12x3,5 სმ.
შენახვის ვადა: 6 თვე

ჰქენი სიკეთე, გაუზიარე გვერდი მეგობრებს ...